რომან გოცირიძე - ყაზახური კაპიტალით შექმნილი კორპორაცია „მერიდიანის“ მონაწილეობა ანაკლიის პროექტში ანაკლიის აქტივების რუსეთისათვის მიყიდვის საფრთხეს ქმნის

რომან გოცირიძე - ყაზახური კაპიტალით შექმნილი კორპორაცია „მერიდიანის“ მონაწილეობა ანაკლიის პროექტში ანაკლიის აქტივების რუსეთისათვის მიყიდვის საფრთხეს ქმნის

access_time2019-09-22 12:03:55

ყაზახური კაპიტალით შექმნილი კორპორაცია „მერიდიანის“ მონაწილეობა ანაკლიის პროექტში ანაკლიის აქტივების რუსეთისათვის მიყიდვის საფრთხეს ქმნის, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მთავრობამ განაცხადა, რომ სწავლობს ანაკლიის პროექტში ყაზახური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კორპორაცია „მერიდიანის“ მონაწილეობას. თუ ამ მასალას დავუჯერებთ, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოგვითხრობს, მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლიის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი. ეს კომპანია არის ყაზახეთის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ნავთობდოლარების (შავი ფულის) ოფშორებში გატანის შედეგად წარმოქმნილი გაუმჭვირვალე სტრუქტურა. მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისათვის მიყიდვა.

 

ამ კერძო კორპორაციის კაპიტალის თავდაპირველი (შეიძლება, ამჟამინდელიც) წყარო არის ყაზახური „კაზმუნაიგაზი“, სერიოზული კავშირებით რუსეთთან. მისმა შვილობილმა კომპანიამ, „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემა „ყაზტრანსგაზთბილისი“ იყიდა და მერე გაკოტრების პირას მიიყვანა.

 

ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილეობაზე „ანაკლიის კონსორციუმში“.


 

ამ კომპანიის მესაკუთრეებთან დაკავშირებულია საქართველოში ყაზახური ბიზნესით შექმნილი სტრუქტურების ქართველი მეწილეები, რომლებიც შემდეგ ივანიშვილის პარტნიორები გახდნენ (მაგალითად, ვაკეში ორი დაგრეხილი „აქსისის“ შენობაში).

 

ანაკლიას სჭირდება სუფთა ფული და დასავლური ზურგი.

 

ის, რომ ხელისუფლებამ იძულებული გახადა ამერიკული მეწილე, გასულიყო ანაკლიის პროექტიდან და კონსორციუმის დამფუძნებლები ცაიტნოტში ეძებენ მის შემცვლელს, არ ამართლებს საეჭვო ფულის გაჩენას მის კაპიტალში. ნებისმიერ შემოთავაზებაზე მთავრობა ისედაც წავიდოდა წინააღმდეგ, განვითარებული მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ის უცნაური შემთხვევაა, როცა ივანიშვილი შეიძლება, დათანხმდეს. ეს კი ყველა ჩემს ზემოთ ჩამოთვლილ ეჭვებს გაამართლებს“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“ და „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის რეპორტირების პროექტის“ (occrp.org) სტატიას ავრცელებს, სათაურით „ყაზახეთის საიდუმლო მილიარდერები“.


1tv





გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის
access_time2019-10-19 12:00:39
გიორგი ვენკო 14 წლის მოზარდია, რომელმაც ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა, ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა სათნოების სახლის დასახმარებლად. შენობას არ ჰქონდა ფანჯრები, სახურავი, წყალი და სარეცხი მანქანა – ამ პრობლემების მოსაგვარებლად ფიქრი გიორგიმ 12 წლიდან დაიწყო, ის ამსტერდამის ინტერნაციონალურ სკოლაში სწავლობს და აქვე დაიწყო პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს შესახებ, დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Help the Republic of...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...


მსგავსი სიახლეები

up