რომან გოცირიძე ხელისუფლებას - ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა - სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ვერ მოიტანს

რომან გოცირიძე ხელისუფლებას - ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა - სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ვერ მოიტანს

access_time2020-05-21 14:16:32

ვერ გაგიგიათ ვინ არის თვითდასაქმებული და ვინ არა. სანტექნიკოსებს, ძიძებს და უამრავ ადამიანს ცნობას სთხოვთ და იცით, რომ ამ ცნობას ვერ მოიტანს. გაწირეთ საშიმშილოდ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გარდა საშემოსავლო გადასახადზე შეღავათისა, პარლამენტში სხვა სამთავრობო პროგრამებთან დაკავშირებით კანონპროექტი არ შესულა და ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვებია, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

„ჩვენ დღეს პირველად ვიხილეთ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, შეიძლება ვუწოდოთ მისი ერთი ნაკუწი, ნაწილსაც ვერ ვუწოდებთ. მთელი ამ თვეების განმავლობაში, რაც მოატყუა ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, რეალური მისი სახე გამოჩნდა აქ. აი, ესაა მთელი ანტიკრიზისული პროგრამის შინაარსი, 150 ლარის შეღავათი იმ დასაქმებულებს, რომლებიც 1500 ლარამდე ხელფასს იღებენ. აი, ამით დამთავრდა თქვენი ეკონომიკური ფილოსოფია. დანარჩენი, რაც ილაპარაკეთ არაფერი არ მოსულა პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი არის ჰაერში გასროლილი ფუჭი სიტყვები, ვინაიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, არაა კანონში ასახული და არ აქვს არც ფინანსური ბაზა.

სად არის დახმარებები, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამ პანდემიის პირობებში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი? დაგვისახელეთ ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც კომპენსაცია არ გაწია. როდის მიიღებს პირველ დახმარებას შიმშილის ზღვარზე მისული ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოკეტილი იყო სახლში იძულებით, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილი და რომელსაც ხელისფულებისგან არავითარი მხარდაჭერა არ მიუღია? მე გეკითხებით მთავრობას და ფინანსთა მინისტრს, როდის მიიღებს პირველ კომპენსაციას? აქ ბიუჯეტი წარმოდგენილი არაა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან მთავრობა საგარეო დახმარებების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ელოდება მთავრობისგან ბიუჯეტის წარდგენას, სადაც ფინანსური ნაწილი დეტალიზებული იქნება. რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არავითარი გეგმა და რეალური გზები არ აქვს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.ასევე, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა.

IPN





ვისკენ მიდის ან არ მიდის 200-300 ლარიანი დახმარება

ვისკენ მიდის ან არ მიდის 200-300 ლარიანი დახმარება
access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების გაცემის პროცესი? რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე
access_time2020-05-30 10:00:22
ყოველთვის ეგონა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა. ოთო მენაბდიშვილი შვიდი წლიდან ვარჯიშობდა, “ნორჩი დინამოელიც” იყო და პროფესიონალურ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა. მაგრამ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოულოდნელად ტრავმა მიიღო და შუაგულ ვერიდან – სოფელ ხაშმში გადაინაცვლა, სადაც ოჯახური ტრადიციის გაცოცხლებას მიჰყო ხელი. დღეს მეღვინეა. ოცი წლის ოთო მენაბდიშვილი “თედო პაპას მარანსაც” უძღვება, სწავლობს და ნახევარ განაკვეთზე, “ლიბერთი” ბანკშიც ასწრებს მუშაობას. ვაზის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. ოთოს და ღვინის...


მსგავსი სიახლეები

up