რომან გოცირიძე - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონი ჩავარდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი

რომან გოცირიძე - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონი ჩავარდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი

access_time2019-11-13 14:15:41

თუ ეს კანონი ჩავარდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განუცხადა.

 

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გადამწყვეტი იქნება, რა სიგნალებს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისგან. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩები მოატყუა.

 


„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ბიძინა ივანიშვილის მრავალ მილიარდიანი ტყუილები. ეს ტყუილი, რომელიც მან საზოგადოებას გადმოუგდო, უკვე არ იზომება მილიარდებით და მილიონებით. ეს არის სხვა მასშტაბის ტყუილი. თუ ეს კანონი ჩავარდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი. წარმოუდგენელია, რომ ორი თვის წინ 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი და შემდეგ იმ ადამიანების ნაწილს ღირსების გრძნობა აღუდგა და თურმე ივანიშვილის საწინააღმდეგოდ პოზიცია გამოხატა. არ ხდება ასე, იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც იტყვის ივანიშვილი. ჩავარდება? - ეს იქნება მის მიერ მოწყობილი მორიგი კლოუნადა, რაც გააკეთა ერთხელ უკვე ქუთაისში, როცა კონსტიტუცია ჩააგდო ფაქტობრივად ე.წ. მაჟორიტარების ბუნტის სახით. ამ სისტემის გასვლა-არგასვლის საკითხი დამოკიდებულია ივანიშვილზე ზემოქმედების ფორმაზე, რა სიგნალებს მიიღებს დასავლეთისგან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

IPN





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up