რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობა უფრო კონკრეტულად უნდა ესაუბრებოდეს დასავლელ პარტნიორებს, ეს არ არის ქართული სუფრა, სადაც მხოლოდ კარგს ამბობენ

რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობა უფრო კონკრეტულად უნდა ესაუბრებოდეს დასავლელ პარტნიორებს, ეს არ არის ქართული სუფრა, სადაც მხოლოდ კარგს ამბობენ

access_time2018-08-24 09:10:30


 

 საქართველოს მთავრობა უფრო კონკრეტულად უნდა ესაუბრებოდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და გერმანიის ბუნდესტაგის წევრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.


რომან გოცირიძის თქმით, ის გერმანელ კოლეგებთან შეხვედრაზე ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.



"შეხვედრაზე ძირითადი საკითხი იქნება ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იბრძვის თავისი ადგილისთვის და უკვე დროა, რომ მკაფიოდ იქნას ჩამოყალიბებული გერმანიის დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან და ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. აქ არის მრავალი პარტიის წარმომადგენელი და სწორედ ისინი ახდენენ პოლიტიკური კლიმატის ფორმირებას გერმანიაში.




საქართველოს მთავრობა უფრო კონკრეტულად უნდა ელაპარაკებოდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არ არის ასაკმარისი მადლობების გადახდა. ეს არ არის ქართული სუფრა, სადაც მხოლოდ კარგს ამბობენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.



შეხვედრას უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up