რომან გოცირიძე სამთავრობო ცვლილებებზე - დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან

რომან გოცირიძე სამთავრობო ცვლილებებზე - დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან

access_time2019-08-29 12:32:28

დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძე ჟურნალისტების კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.


როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება, დაკავშირებულია ძალაუფლების შენარჩუნებასთან.


"ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება - დაჭერები, "რუსთავი 2"-ის გაჩერება, რეპრესიები, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ქმედებები, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა, ისევე, როგორც მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, დაკავშირებულია ერთ რამესთან - ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლება, ივანიშვილი დგამს ყველა ნაბიჯს. ყველაფერი უნდა განვიხილოთ მომავალი არჩევნების კონტექსტში. ამ თვალსაზრისით დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან", - განაცხადა გოცირიძემ.



ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.


IPN





ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...


მსგავსი სიახლეები

up