„როგორც იქნა გვეღირსა ბიუჯეტი, მაგრამ ეს არის დაგვიანებული, ეს არის უკან მიდევნებული ლამპარი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩაიარა საგანგებო მდგომარეობამ, ხალხი მშიერია, უმუშევრად არის დარჩენილი და სულ 3 დღის წინ დაიწყეს რაღაც ძალიან მწირი დახმარებების დარიგება მოქალაქეებისთვის.
„როგორც იქნა გვეღირსა ბიუჯეტი, მაგრამ ეს არის დაგვიანებული, ეს არის უკან მიდევნებული ლამპარი. ჩაიარა საგანგებო მდგომარეობამ, ხალხი მშიერია, უმუშევრად არის დარჩენილი და სულ 3 დღის წინ დაიწყეს რაღაც ძალიან მწირი დახმარებების დარიგება მოქალაქეებისთვის. ძალიან სწყინს მთავრობას, როცა ვამბობთ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პირობებში მოსახლეობაში ფული არ დაარიგა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს.როგორს ცნობილია, მისი საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
epn.ge