რომან გოცირიძე ქობულიას - უნდა გვითხრათ, „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ ანუ თქვენი გათავისუფლების მიზეზები

რომან გოცირიძე ქობულიას - უნდა გვითხრათ, „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ ანუ თქვენი გათავისუფლების მიზეზები

access_time2019-05-15 15:40:08

უნდა გვითხრათ, თქვენი მოხსენებიდან „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ და სად არის თქვენი გათავისუფლების მიზეზები?! - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას.


რომან გოცირიძემ ქობულიას მოხსენებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას ორი მხარე აქვს, რომელიც ერთი მხრივ, მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს და მეორე მხრივ, გაუგებარს ტოვებს რა გახდა მისი მინისტრის თანამდებობიდან გაშვების მიზეზი.


„მოვისმინეთ თქვენი მოხსენება, მაგრამ ამ მოხსენებას აქვს ორი მხარე. ერთი - თქვენ ამბობთ, რა კარგი რაღაცები გავაკეთე და მე არ ვიყავი მოსახსნელი კაცი. მთავრობას გაუხარდება თქვენი მოხსენების ეს ნაწილი, რადგან იტყვის, რომ კარგად მუშაობენ და თქვენ რა შუაში ხართ, 8 თვე იმუშავეთ მხოლოდ, ეს ძველი პროგრამის გაგრძელებაა და ქულებს ჩაიწერს ამით. თქვენი გამოსვლის ეს ნაწილი მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო მეორე ნაწილი იყო ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა. მაშინ უნდა გვითხრათ - თქვენი მოხსენებიდან „სად არის ძაღლის თავი დამარხული?!“ რომელი ნაწილისთვის გაგათავისუფლეს თქვენ? ვიცით, რომელი ოჯახი მართავს რკინიგზას, რაღაც სიხლეები გინდოდათ ამ მიმართულებით და ამის გამო გაგათავისუფლეს, თუ ეს უბრალოდ თქვენი ეკონომიკური და ფილოსოფიური ხედვაა რაც აქ გვაჩვენეთ და პროგრამის თქვენეულ სახეს გვიჩვენებთ. სად არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი თქვენს მოხსენებაში?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.



ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გიორგი ქობულიამ პოზიტიური კვალი დატოვა მთავრობის შემადგენლობაში.


„მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც პოზიტიური კვალი დატოვეთ საქართველოს ამ შვიდწლიანი მთავრობის შემადგენლობაში. 41 მინისტრი შეიცვალა, მაგრამ ვერავინ გაბედა ის, რაც თქვენ გაბედეთ. ალბათ, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ალბათ, ყველაზე დიდი მიზეზი ის იყო, რომ ბევრი ჩართული იყო კორუფციაში და თქვენ არ გჭირდებოდათ კორუფციაში მონაწილეობა, შეიძლება თქვენი ბუნებიდან ან ქონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ხალხი გაჩუმებულია, რადგან ხმას ამოიღებენ თუ არა, იმავე დღეს დაიჭერენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან სხვა მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.






PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები
access_time2019-05-19 10:00:22
დღეს ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები...


მსგავსი სიახლეები

up