რომან გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოში კი არა, სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს

რომან გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოში კი არა, სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს

access_time2019-03-06 14:53:07

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არა საქართველოში, არამედ სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს და ლამის კომუნიზმს ვაშენებთ, - ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პრეზიდენტის პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში.


„არც ერთი სერიოზული საკითხი არ იყო დასმული: არც მოსამართლეების და ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, "თიბისის" და ანაკლიის საქმის, არც ერთი ის მძიმე პრობლემა, თუნდაც სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. ჩვენ დავინახეთ, რომ ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია, ასეთ იდილიურ გარემოში ამყოფოს როგორც პარლამენტარები, ასევე საზოგადოება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.


გოცირიძე ასევე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. რომან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილს საქმის კეთება არ სურს.



„მას არ უნდა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება. პრეზიდენტი არ არის ბუტაფორიული, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო ფუნქცია და თუნდაც ის, რომ მას არ უნდა შეწყალების პროცესში მონაწილეობის მიღება, სურს ხელი დაიბანოს და ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს გადააბაროს, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მას სურს იყოს პასიური პრეზიდენტი, თავადაც კომფორტში იყოს და ის ადამიანებიც კომფორტში ამყოფოს, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვა. მას არ უნდა საქმის კეთება, მას მხოლოდ და მხოლოდ საპატიო როლის შესრულება უნდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


ipn.ge




Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს
access_time2021-04-15 19:00:44
ბოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.   რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ ეს იდეა, რომელიც აქამდე დაუჯერებელი ჩანდა, ინვესტორებისთვის რეალური თავის ტკივილად...

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის

Frankfurter Allgemeine: რუსეთი თურქეთს სჯის
access_time2021-04-15 20:00:23
მოსკოვმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1 ივნისამდე აკრძალა. ამის მიზეზად თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დასახელდა.   შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს - ბოლო კვირების მანძილზე ინფიცირების რიცხვი თურქეთში რეკოდრებს ხსნის, თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ეს მხოლოდ საბაბია, რეალურად კი საქმე სულ სხვა რამეშია.   არადა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში  რამდენიმე დღის წინ შვებით ამოისუნთქეს.  აქ ჩამომსვლელ ტურისტთა შორის დიდი წილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
access_time2021-04-15 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები   მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ...

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

15 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-15 18:00:17
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 15 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 16 აპრილისთვისაა) ეროვნული...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის
access_time2021-04-15 15:10:27
მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. როგორც კომერსანტმა გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  მოითხოვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ...


მსგავსი სიახლეები

up