რომან გოცირიძე - პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს

რომან გოცირიძე - პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს

access_time2020-05-19 22:00:12

შეზღუდვები დაამტკიცა პარლამენტმა, ისინი ეფექტიანი იყო, ამის თაობაზე არ ვკამათობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომელმა შეზღუდვებმა გაამართლა და რომელმა არა, მაგრამ შეზღუდვები განხორციელდა კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტით და ამ დეკრეტს პარლამენტმა მისცა თანხმობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. რომან გოცირიძე აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

 

გოცირიძის თქმით, ზოგიერთი ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მისი თქმით, გასაკვირია, რომ პარლამენტი ფაქტობრივად ეთიშება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

 

„პარლამენტი ფაქტობრივად ფარ-ხმალს ყრის. დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებისა, რომელიც შეუძლებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. ძალიან მარტივად რომ მოგახსენოთ, თქვენ საკარანტინო ღონისძიებებს, რომელიც ეხებოდა პიროვნებას, ერთ პერსონას და რომლის შეზღუდვა შესაძლებელი იყო ეპიდემიის ან მსგავსი მოვლენების დროს, ამ მუხლს დაუმატეთ ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი დღეს მოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში და რომელიც განხორციელდა ან ხორციელდება კონსტიტუციით პარლამენტის ნებართვით. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, რომ შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება ადამიანებისა, თავშეყრის, გამოხატვის ყველა უფლება, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს.

 

ყველა ეს ნორმა, უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას. აქ წერია, რომ მთავრობას ვაძლევთ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვისა. საკუთრების შეზღუდვის უფლებაც კი მივეცით მთავრობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.


 

ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად ეს არის მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბოროტად.

 

„თქვენ ხომ შეგიძლიათ, ამ კანონით დღეს იზოლირება გაუკეთოთ ნებისმიერ ქალაქს, მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა დაავადების ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი, რომ ის თურმე ყოფილა პანაშვიდზე. მერე შეგიძლიათ, გააგრძელოთ დემაგოგიურად, რომ პანაშვიდზე 10 კაცი, რომელიც იყო მასთან შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით, საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს. თავისუფლებას აუკრძალავთ თუნდაც იგივე პოლიტიკურ ოპოზიციას.

 

ეს არის თქვენი დიქტატორული კანონი მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი. მივიღებთ უკონტროლო აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up