რომან გოცირიძე - მირჩევნია კახა კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს - კალაძემ მახე გახარიას დაუგო და თავად მოჰყვა მასში

რომან გოცირიძე - მირჩევნია კახა კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს - კალაძემ მახე გახარიას დაუგო და თავად მოჰყვა მასში

access_time2021-09-16 15:20:00

მირჩევნია კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს - კალაძემ მახე გახარიას დაუგო და თავად მოჰყვა მასში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.



როგორც მან აღნიშნა, შარდში ნარკოტიკი მხოლოდ ერთი კვირა რჩება, თმაში კი ერთი წელი. გოცირიძემ კალაძე მოსმენებთან დაკავშირებით დაკავებული პოზიციის გამოც გააკრიტიკა.




„კალაძე რომ ამბობს, ქალაქის მერი ვარ და არ მაინტრესებს რა ხდება (მოსმენებზე), კანალიზაცია მაინტერესებსო, არადა პარტიის ნომერ მეორე პირია, გენერალური მდივანი და თურმე, არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში. აი მაშინ დააინტერესებს, როცა მის მოსმენებსაც ვიხილავთ, ალბათ. ბატონ კალაძეს მოუსმენლად არ დატოვებდა ივანიშვილი. თავი რომ მოაქვს ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლად, სხვათაშორის, მირჩევნია კალაძე მარიხუანას ეწეოდეს და კარგი მერი იყოს, ვიდრე იყოს მერი, რომელმაც ენერგეტიკა ჩაიგდო ხელში, ხიდებს პირებოდა ხალხს და ერთი ხიდი ვერ ააშენეს. კახა კალაძე გაება მახეში, მახე დაუგო გახარიას და თავად მოჰყვა. წავიდა ეს კაცი, გაიკეთა თმის ანალიზი. თმაში ნარკოტიკი რჩება ერთი წელი, შარდში ერთი კვირა. ახლა წავიდეს კალაძე და მოიტანოს უფრო სარწმუნო წყარო, რომ ნარკომომხმარებელი არ არის, წავიდეს, თმის ანალიზი გაიკეთოს,“- განაცხადა გოცირიძემ.



IPN.GE







რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up