რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

access_time2019-06-18 19:00:38


დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე. ვინმეს სჯერა, რომ მაგალითად, კვირიკაშვილის განთავისუფლების მიზეზი სიღარიბის გაზრდა და გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნა იყო?!— ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს გადაყენება “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძიმ ტვ პირველის ეთერში.  


“ბევრს შეიძლება არ მოსწონდა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს პირადი რეიტინგი. ის განსხვავდებოდა სხვა მინისტრებისგან, მას არ ჰქონია კორუფციული საქმიანობა, არის გაწონასწორებული ადამიანი, ყოველთვის კორექტული იყო ოპოზიციასთან, არ გამოირჩეოდა ისტერიულობით. მას ჰქონდა პიროვნული რეიტინგი და ეს რეიტინგი არ გამომდინარეობდა იქიდან, რომ  წარმატებული მინისტრი იყო, პირიქით, ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთ ცუდ მდგომარეობაშია დღეს.


საქართველოში წარუმატებლობის გამო არ ხსნიან მინისტრებს, თორემ წარუმატებელი მინისტრები იმდენი გვყავს, ისინი მოსახსნელები კი არა, პასუხისმგებლობაში მისაცემები არიან. ჯანსაღი ლოგიკით 7 წლის განმავლობაში მინისტრი ერთ ადგილას არ უნდა იყოს,  სამინისტრო საჭიროებს განახლებას.



ივანიშვილის რეიტინგი ბოლო კვლევებით კატასტროფულად დაეცა და სერგეენკოსი კი ყველაზე მაღალი იყო, თუმცა ვიღაცებს არ მოსწონდათ მოსახლეობის სიმპატიები მის მიმართ. სწორი ლოგიკით წინა საარჩევნო პერიოდში ყველაზე რეიტინგულ ადამიანს არ ხსნიან.


ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს, ვერავინ გაიგებს რატომ მოხსნა ივანიშვილმა, გაიღვიძა  და იფიქრა, ხომ არ აჯობებს ეს ახალგაზრდა გოგო დავნიშნოო? სერგეენკო უკვე მრჩევლად გაუშვეს, ასეთი მრჩევლები ბევრი გვინახავს, დაწყებული ჭიკაიძიდან, დამთავრებული სხვადასხვა მინისტრებით. მათ კანცელარიაში უქმნიდნენ სამსახურებს. კანცელარია მოხსნილი მინისტრების თავშესაფარია.


საზოგადოების ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, როცა ივანიშვილი პირად მომსახურე პერსონალს ნიშნავს მინისტრებად. არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავისი სასოფლო სამეურნეო ფერმის ვეტერინარი დანიშნოს მომავალში მინისტრად. არაფერი სადაო არ გვაქვს ამ ახალგაზრდა  ქალბატონთან, მან არ იცის,რომ ეს პოლიტიკური და მენეჯერული თანამდებობაა? მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი ოპოზიციასთან, პარლამენტარებთან, საზოგადოებასთან.


ბიძინა ივანიშვილს ჰგონია,რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს ექიმი, ადამიანი შეიძლება იყო კარგი ყელ-ყურის ექიმი, კარგი პროფესორი და სპეციალისტი, მაგრამ იმის გამო, რომ ის კარგი ექიმია,  კარგი მინისტრი შეიძლება იყოს? მიდგომაა არასწორი. საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, რომ მინისტრი უნდა გახდეს ის, ვინც ივანიშვილისგან დავალებულია,  ის უნდა იყოს დამქირავებელი, მისი „პატრონი“ უნდა იყოს. ივანიშვილი არ სცემს საზოგადოებას პატივს. საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მინისტრების კლასი ეცემა. გვახსოვს პირველი ტალღა, როცა ქართული ოცნების კლასი მაღალი იყო, ახლა ეს კლასი დაბალ ნიშნულზეა დასული. მე, რომ პრემიერი ვიყო, მათ მინისტრებად კი არა, თანაშემწეებად თუ ავიყვანდი ესეც საკითხავია,“ განაცხადა რომან გოცირიძემ.


ნათია კეკენაძე






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up