რომან გოცირიძე - ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს

რომან გოცირიძე - ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს

access_time2020-10-27 15:44:36

ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი სისტემა არ მუშაობს, მათ შორის, არც სამართალდამცავი სისტემა. გოცირიძე არაპროფესინალიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესები აბსურდული პოლიტიკური მოტივით იყო მართული.


„ქვეყანას ყოველდღიურად ძარცვავენ და აგერ უკვე ტერორისტული აქტიც მოხდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ არც ერთი სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს. არ არის დღეს ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არათუ მომავალი 4 წელი, 4 თვითაც რომ დარჩეს, დაანგრევს და წალეკავს კრიმინალი ქვეყანას. სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის მაჩვენებელია ის, რაც ხდება ზოგადად, კრიმინალთან დაკავშირებით და რაც მოხდა ზუგდიდში.



ყველა ამ ქმედებაში პირდაპირ ჩანდა არაპროფესიონალიზმი და ის, რომ დღეს საქართველოში ძალოვანი სტრუქტურები არიან უკიდურესად არაპროფესიონალები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ მთელ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, რომ თავი დაიცვან და სწრაფად მოხდეს მისი განეიტრალება, თუნდაც, მოქალაქეების მხარდაჭერით, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართული პროცესები დავინახეთ აქ ჩვენ. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას,“ - განაცხადა გოცირიძემ.



IPN.GE 






შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
access_time2021-04-19 22:30:00
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“...

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ
access_time2021-04-19 19:00:59
სუპერლიგის შექმნა ასეთი რეალური არავის ეგონა. თუმცა გუშინ ღამით ოფიციალურად შექმნეს ახალი ტურნირი და მაშინვე დაიწყო ვარაუდები, პრეტენზიები და მუქარები. მივყვეთ მოვლენებს.   12-მა კლუბმა გადაწყვიტა, რომ უეფასა და ღარიბი გუნდებისთვის ფულის გაყოფა არ სურთ და ახალი ტურნირის შექმნა მოიფიქრეს. ინიციატორები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი იყვნენ. რეალის ბოსი პრეზიდენტი იქნება, იუვეს ხელმძღვანელი და მანჩესტერის მფლობელი ჯოელ გლეიზერი - ვიცე-პრეზიდენტები.   ლა...

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!
access_time2021-04-19 20:00:01
გასულ წელს ჩინეთმა  საკუთარი ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, რომლის გამოყენებისთვისაც საჭირო არ იქნება ბანკში ანგარიშის ქონა და არც ინტერნეტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის. რისთვის სჭირდება ჩინეთს ციფრული ვალუტა,  რომელიც გამოსაცდელად უკვე რამდენიმე მილიონობით გადაეცა...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-19 21:00:13
დღის top 10 საინტერესო ამბავი: რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან...

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-19 18:00:59
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 19 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 20 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up