რომან გოცირიძე ივანიშვილის მიმართვაზე - „წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა“

რომან გოცირიძე ივანიშვილის მიმართვაზე - „წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა“

access_time2018-11-05 15:00:33

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლაზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - „წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო“ , - ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილის დღევანდელი განცხადება.


მისი განმარტებით, ივანიშილმა გააცნობიერა, რომ საზოგადოების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მხარს აღარ უჭერს, ამიტომ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკს მიმართა - სოციალური დაპირება.


„აქცენტი გააკეთა სოციალურ დახმარებებზე, რადგან პენსიონერები და დევნილები ერთად არიან დაახლოებით 800 ათასი. ზუსტად ამდენის გულის მოგება უნდა ოღონდ ისევ ამ ადამიანების ხარჯზე (გადასახადები, საშემოსავლოები და ა.შ.). ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ხრიკია, როგორიც კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შეჩერება. ეს უკანასკნელი რეალურად გაამდიდრებდა ერთ ადამიანს და როდესაც ივანიშვილი მის 500 %-იან მოგებაზე საუბრობდა, თვალები ჰქონდა ანთებული. ახლა პროექტი გააჩერა ხალხის და ეკლესიის გულის მოგების  მიზნით. ცოტა ხანში აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, ოდნავ სახეშეცვლილი სახით“,- განმარტავს რომან გოცირიძე.


მართალია, 2019 წლის ბიუჯეტი პარლამენტის სესიაზე ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ საკომიტეტო მოწონებები და, შესაბამისად, დამტკიცება უკვე გავლილი აქვს. პარალელურად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ უკვე დაანონსა, რომ სოციალურად გაჭირვებულ მოზარდებსა და ოჯახებს, სადაც ასეთი ბავშვები ცხოვრობენ, პენსია ხუთჯერ მეტი გაუხდებათ და ყოველთვიურად 50 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ეს ბიუჯეტს დამატებით 60-70 მილიონი ლარი უჯდება. დღეს კი  ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად პენსიონერებისა და დევნილების დახმარების ზრდაც დაანონსა - კითხვაზე, რამდენად შესწევს 2019 წლის ბიუჯეტს მსგავსი თანხების მობილიზება, ან ხომ არ გამოიწვევს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერებას და საერთოდ, მომავალი წლის ბიუჯეტის სრულ კორექტირებას? - რომან გოცირიძე ამ გარემოებას შემდეგნაირად ხსნის:


„პირველ რიგში, სოციალური დახმარების ზრდა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი და ჩვენ ამის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ბიუჯეტის განხილვისას გვქონდა საუბარი.  დამატებით გეტყვით, რომ მაგალითად, მეორე და მესამე კატეგორიის შშმ პირებს საერთოდ პენსია არ გაზრდიათ ბოლო 6 წელია და 100 ლარზე არიან გაყინულები. არაერთხელ მივუთითეთ ხელისუფლებას, რომ პენსია ყველასათვის გაზრდილიყო ბიუროკრატიული და უსარგებლო ხარჯების სანაცვლოდ. ყოველივეს ჯამში ბიუჯეტიდან დაახლოებით 20-25 მლნ. ლარის გამოყოფა სჭირდება. პასუხად მივიღეთ კატეგორიული უარი. უცებ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ წააგო პირველი ტური და მეორე ტურის წაგების მოლოდინშია, სოციალური დახმარებების გაძლიერება შესაძლებელი გახდა“,- აღნიშნავს გორცირიძე.



რაც შეეხება თანხების მობილიზებას, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სანაცვლოდ შესაძლოა სხვა მიმართულებების დაფინანსება შემცირდეს ან საშინაო ვალი გაიზარდოს.


„რა თქმა უნდა, რაღაცას დააკლდება თანხები, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს არ იქნება ბიუროკრატიული ხარჯები. საკუთარ მხარდამჭერს არავინ დააზარალებს, რის გამოც გაჭედილია უკვე თვითმმართველი ორგანოები. შესაძლოა მაგალითად, განათლება აღარ დაფინანსდეს, ისე როგორც იგეგმებოდა ან რომელიმე სხვა სფერო. იმ შემთხვევაში თუ კი ვალის აღება მოხდა, ამას სხვა პრობლემებთან მივყავართ. ისევ შეიქმნება ლარისა და ფასების არასტაბილურობა და ა.შ.“,- აცხადებს გოცირიძე.


მისივე თქმით, ივანიშვილმა თავის განცხადებაში ახსენა ფრაზა - ძველი გვარდია. გაუგებარია, ვის ან რას გულისხმობდა, რადგან რეალური ძველი ძალა დღეს „ოცნებაში“ აღარ არის. პარტია დაშლილია და მის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ფრთა რჩება: პირველი - „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული კორუმპირებული ხალხი და მეორე - შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკობა.


„ამ ორი ფრთის გარდა, დღეს ოცნებაში აღარავინაა დარჩენილი, ამიტომ საერთოდ გაუგებარია ვის გულისხმობს ძველ გვარდიაში. ვინც წერა-კითხვა იცოდა, ყველა წასულია (რესპუბლიკელები, ალასანია, გუბაზ სანიკიძე...). შეიძლება იგულისხმა ადამიანები, ვინც ბოლო დროს იკავებდნდნენ თანამდებობებს და მერე გაათავისუფლა. ვთქვათ, ღარიბაშვილის გვარდია, კლანებად რომ ჩამოყალიბდა მოგვიანებით ან კვირიკაშვილის... ბევრმა იმდენი ფული იშოვა (ფარცხალაძე), რომ დატოვა ქვეყანა და საერთოდ აღარაფერი აინტერესებს. მოკლედ, ეს სრულიად წამოსროლილი ფრაზა იყო. მთავარი არის ის, რომ მილიონმა ადამიანმა ხმა მისცა ოპოზიციას და მხოლოდ 600 ათასმა ხელისუფლებას. ამ უკანასკნელიდან დიდი ნაწილი არის ძალით მოყვანილი ხალხი და მცირე ნაწილია, ვისაც კიდევ სჯერა ოცნების“,- განმარტავს რომან გოცირიძე.

 


სალომე ლემონჯავა






არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...


მსგავსი სიახლეები

up