რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

access_time2018-09-25 22:05:20

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა.


„კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია, რადგან „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2012 წელს მშპ–ი ერთ სულ მოსახლეზე 4250 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წელს– 4070 აშშ დოლარს, რაც გაცილებით უფრო ნაკლებია, თუ ამას დავიანგარიშებთ მოსახლეობის იმ რაოდენობაზე, რომელითაც 2012 წელს  მთლიანი შიდა პროდუქტი დაიანგარიშდებოდა. მაშინ საქართველოს მოსახლეობა 4.3 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ახლა კი 3.8 მილიონ ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა ახალი სტატისტიკური მონაცემებით შემცირდა, მთლიანი შიდა პროდუქტი იმდენიც კი არ არის, რაც 2012 წელს იყო“–აცხადებს გოცირიძე.


რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს, გოცირიძის განცხადებით, წინა რეფორმების ინერციით 2013–2014 წელს სიღარიბე მაინც შემცირდა, მაგრამ 2015–2016–2017 წლებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა. შედეგად, საქართველო დღეს უფრო ღარიბია, ვიდრე ის იყო 2013 და 2014 წლებში.




კითხვაზე, რაზე დაყრდნობით საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბე ქვეყანაში შემცირდა, გოცირიძე განმარტავს,რომ  კობახიძე არ ლაპარაკობს ოფიციალური რიცხვებით. ეს მონაცემები არის ჰაერიდან მოტანილი, რომელიც არ შეესაბამება არცერთ სტატისტიკურ მონაცემს.



„დღეს მარიხუანას მოშენებით უნდათ ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება. მარიხუანა ჟარგონულად რომ ვთქვათ, დაბოლებასთან არის დაკავშირებული, დღეს აქტუალური გახდა ეს სიტყვა. ქართული ოცნება მოსახლეობას აბოლებს (ატყუებს) გაყალბებული რიცხვებით და აბოლებს მოკიდებულ მარიხუანას „–განმარტავს გოცირიძე.



შეგახსენებთ,დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე რაკლი კობახიძემ გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია, თუმცა სიღარიბე კვლავაც 20% რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ  ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა
access_time2019-09-22 20:00:16
3 წლის  წინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და მისმა ოთხმა ნაცნობმა აღმოაჩინეს, რომ მათ აერთიანებს ერთი გატაცება - ტეკილა. დღეს მათ მიერ შექმნილი ტეკილა Cincoro სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ამ სასმელის მოყვარულებს შორის და ერთი ბოთლი ღირს 130-დან 1600 დოლარამდე.   საბედისწერო ვახშამი პიცერიაში   3 წლის წინ, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ...

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“
access_time2019-09-22 18:00:58
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არასაბანკო დაწესებულებებიც, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ. ამ პერიოდიდან იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის შემცირებაც. საწესდებო კაპიტალის ზრდა, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და ა.შ. - ეს არის იმ რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც უკვე მესამე წელია მიკროსაფინანსო ბაზარსაც შეეხო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ამ ტიპის...

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...


მსგავსი სიახლეები

up