რომან გოცირიძე: ინტერვენციების გადადება რეზერვების ორმაგად ხარჯვას ნიშნავს

რომან გოცირიძე: ინტერვენციების გადადება რეზერვების ორმაგად ხარჯვას ნიშნავს

access_time2021-04-01 12:00:02

გაუფასურებული ლარისა  და ინფლაციაზე მისი შესაძლო გავლენის შესაფასებლად კომერსანტი რომან გოცირიძეს დაუკავშირდა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით სებისა და ხელისუფლების შეცდომების წყალობით „მართვად სუნთქვაზე მყოფი“ ლარი მოსალოდნელზე მეტად უფასურდება და ამ გაუფასურებას თურქული ლირის ვარდნასთან კავშირი არ აქვს.


გოცირიძის განმარტებით ასევე არასწორია იმის მტკიცება რომ ლარს ჩავარდნილი ტურიზმი აუფასურებს და დოლარის შემოდინებასთან ერთად ლარის მიწოდების მოცულობაცაა გასათვალისწინებელი, რადგან ლარი მაშინაც ეცემოდა, როცა ტურიზმიდან შემოსავალი $3 მლრდ-ს აჭარბებდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი $1.7 მლრდ-ს აღწევდა.


როგორც რომან გოცირიძემ კომესანტთან საუბარში აღნიშნა შარშანდელი $900 მლნ-იანი ინტერვენციის შემდეგ სებმა წელს პირველ კვარტალში მხოლოდ $160 მლნ გაყიდა. ეროვნულ ბანკს ადრე თუ გვიან რეზერვების გაყიდვა მიანც მოუწევს, მაგრამ „ძუნწი ორმაგად იხდის პრინციპით“ იმავე ეფექტის მისაღწევად უფრო მეტი თანხის დახარჯვა გახდება საჭირო.


კითხვაზე თუ რატომ იკავებს სები ინტერვენციისგან თავს როდესაც საგარეო ვალის ზრდის შედეგად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, გოცირიძემ აღნიშნა, რომ მიზეზი რეზერვებისადმი გაფრთხილებაა, რასაც მთავრობის მიერ $500 მლნ-იანი ევროობლიგაციების რეფინანსირების დაგვიანებაც დაემატა, რის გამოც სების რეზერვები მოკლე დროში $500 მლნ-ით ანუ 1.7 მლრდ ლარით შემცირდება.



ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით ახლა მთავარი ხანძრის ჩაქრობაა, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ რეზერვების გაყიდვით მოხერხდება, თუმცა ასევე საჭიროა რეფინანსირების სესხის მოცულობის შემცირება და განაკვეთის გაზრდა. მთავრობამ კი არასაჭირო ხარჯები უნდა გააუქმოს, ზოგიერთი საჭირო ხარჯი კი გადადოს, რადგან სხვა შემთხვევაში ინფლაცია დაჩქარდება, განსაკუთრებული პრობლემები კი რეგულირებად ენერგოსექტორს შეეხება.


რეზერვების  ხარჯვასთან დაკავშირებით დღის ბოლოს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც გააკეთა. რეზერვები წელსაც დაიხარჯება და ინტერვენცია ორ შემთხვევაში მოხდება: 1) თუკი ბაზარზე უცხოური ვალუტის დაბალი ლიკვიდობის გამო ადგილი აქვს კურსის მაღალ მერყეობას; 2 თუკი ცნობილია ერთჯერადი გარიგების შესახებ, რასაც გაცვლით კურსზე აქვს გავლენა.


მარტში რეფინანსირების სესხზე განაკვეთი უკვე გაიზარდა 0.5%-ით 8.5%-მდე რის გამოც 124  000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა. თავად რეფინანსირების სესხის მოცულობა კი ბოლო სამ თვეში 2.160 მლრდ ლარიდან 1.210 მლრდ ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება ფულის მასას M2-ს თებერვალში იანვართან შედარებით 2%-ით 268 მლნ ლარით 13.449 მლრდ ლარამდე გაიზარდა, თუმცა დეკემბერთან შედარებით 211 მლნ-ითაა შემცირებული.


სების მიერ გამოცხადებული 1-ლი აპრილის ოფიციალური კურსი 3.4464-ს შეადგენს, რაც 1-ლი იანვრის კურსს 3.2766-ს – 5.2%-ით აღემატება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up