რომან გოცირიძე - იმედია, უმრავლესობას კეთილგონიერება ეყოფა, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს

რომან გოცირიძე - იმედია, უმრავლესობას კეთილგონიერება ეყოფა, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს

access_time2020-06-29 12:32:50

იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა და "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისივე თქმით, ცუდია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ხდება.


"ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანეგობრობა,"- განაცხადა გოცირიძემ.



მისივე თქმით, "დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს" და რურუას გათავისუფლება მაინც მოუწევს.


"დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არ არის შეწყვეტილი პოლიტიკური დევნა. დღეს არის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სიმბოლური დამთხვევაა და ვნახოთ, იქნებ იმ ზეწოლამ,სანქციების შიშმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ დაემუქროს ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ძვრები მოახდინოს მის აზროვნებაში. საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევს გათავისუფლება, რადგან დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. დღეს რაღაც სიჯიუტეს მიმართავენ და ჰგონიათ, რომ ამით სახის შენარჩუნებას ცდილობენ“, - განაცხადა გოცირიძემ.


შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up