რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

access_time2019-10-21 12:43:39

„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში. დასავლურისთვის რეპუტაცია უკვე არ ეყოფა. შეავსებს რუსეთში დაბინავებული ქართველი მინისტრების რიგებს, რომლებსაც სხვებიც მიჰყვებიან.ასეთია ჩემი უბეჟდენია“-ასე ეხმაურება დეპუტატი რომან გოცირიძე  ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გუშინ, მთავარი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას. 


როგორც ქობულიამ განაცხადა, მთავრობაში  დანიშვნები არა კვალიფიკაციით, არამედ ნაცნობობით ხდება.


„ძირითადი დანიშვნები მთავრობასა და ხელისუფლებაში ძალიან ხშირად ხდება არა ადამიანის კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ ნაცნობობით - ამას უფრო ვენდობით, ეს ჩვენი ადამიანია ა.შ. ამიტომ, ძალიან დიდი რაოდენობით არაკვალიფიციური ხალხი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. თუ ინიციატივით გამოხვედი, კითხვა ებადებათ ზემდგომებს - რა გინდა? იმუშავე შენთვის, ხომ მუშაობ. კვალიფიკაცია კაცს არ აქვს, იმას ეუბნები, რომ შენ ხომ ხმა ამოიღო და რამე კარგი შემომთავაზო, პირიქით, თავში ჩაგარტყამ. ამიტომ, იმ კაცმა არც იცის კარგად, არც რამის გაკეთება უნდა, იმიტომ რომ შეიძლება დასაჯონ. ამიტომ, ძალიან დიდი ინერცია და ნიჰილიზმია ჩამოყალიბებული სტრუქტურებში. პარალიზებულია ყველაფერი, არავის არ უნდა ინიციატივის თავის თავზე აღება, არავის უნდა რამის შეთავაზება და გაკეთება. ”



„კომერსანტი“






პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up