რომან გოცირიძე: „ეროვნული ბანკი ბევრ შეცდომას უშვებს, მთავრობა კი ბიუჯეტს არასწორად გეგმავს“

რომან გოცირიძე: „ეროვნული ბანკი ბევრ შეცდომას უშვებს, მთავრობა კი ბიუჯეტს არასწორად გეგმავს“

access_time2018-11-17 18:00:47

„საქართველოს ხელისუფლება, როგორც  მოექცა პენსიონერებს, არის დანაშაული. ჩვენზე ღარიბ ქვეყანას, მაგალითად, სომხეთს პენსია 230 ლარი ჰქონდა და წელს ალბათ კიდევ მოუმატებენ. ჩვენთან კი, 5 წლის განმავლობაში პენსია ყოველწლიურად, მხოლოდ 7 ლარით გაიზარდა.“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად.“

მისივე თქმით, ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„ნამდვილად იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის აცილება, ეროვნული ბანკი ბევრ შეცდომას უშვებს. მთავრობა კი ბიუჯეტს არასწორად გეგმავს. ბევრი უსარგებლო ხარჯი გვაქვს, ბიუროკრატიული მიმართულებით ასევე ბევრი იხარჯება, გვაქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ბევრი ჩავარდნები. არის კორუფცია და სხვადასხვა რესურსებში დახარჯული  თანხების უკუგება მცირეა. 13 მილიარდიანი ბიუჯეტი მყარ ვალუტაში, რომ გადავიყვანოთ, არ არის ბევრი. ის ეკონომიკური ზრდა,რომ ყოფილიყო შენარჩუნებული, დღეს ბიუჯეტი 5 მილიარდით მეტი იქნებოდა,“ - ამბობს გოცირიძე.

 

რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებიდან დადებითად  მხოლოდ , კომერციული ბანკების არაპროფილური სეგმენტიდან გაყვანას ასახელებს. მისი თქმით, ლარის გაუფასურება საშუალო და მცირე ბიზნესს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და წარმოების ხარჯებს გაუზრდის.


„თუ ლარი არ იქნება სტაბილური, ყოველთვის იარსებებს იმის საფრთხე, რომ რომელიმე წარმატებული კომპანია აღმოჩნდება გაკოტრების ზღვარზე.

ჩვენთან ეკონომიკური ზრდისთვის ფულის მასის სტიმურების გზით, რაღაც ნაბიჯების გადადგმა, გაცილებით უფრო საშიშია, ვინაიდან ჩვენ მოვდივართ მუდმივი არასტაბილური ფინანსური ისტორიით. ჩვენთვის, რა არის დღეს მთავარი ამოცანა, ეკონომიკის სტიმულირება იაფი ფულით, თუ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შექმნა ?  ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფულის მასის სიმცირე კი არ არის, არამედ მომენტალურად ლარის გაუფასურება, რომელიც მძიმედ არტყამს მცირე და საშუალო ბიზნესს.

ლარის გაუფასურებას სავალუტო კრახი ჰქვია მაშინ, როცა ის ერთბაშად იწვევს ხანგრძლივ პერიოდში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას 4-5%-ით. მაგალითად, თუ ჩვენ სტაბილური ლარის პირობებში უნდა გავზრდილიყავით 7%-ით, ლარის დევალვაციის შემდეგ ეს ციფრი 4% იქნება,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

 

 






„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up