რომან გოცირიძე - არჩევნების წინ შეზღუდვების გატარების უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს

რომან გოცირიძე - არჩევნების წინ შეზღუდვების გატარების უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს

access_time2020-07-13 16:43:49

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით საქართველოს მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივება ანტიკონსტიტუციურია.

 

მისი თქმით, არჩევნების წინ მთავრობის მსგავსი უფლებით აღჭურვა, ქმნის რისკს, რომ საარჩევნოდ მთავრობა ამას გამოიყენებს.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის ანტიკონსტიტუციური, არჩევნების წინ მთავრობის აღჭურვა ასეთი საგანგებო უფლებით, ყოველთვის ბადებს რისკს, რომ მთავრობა გამოიყენებს როგორც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის შესაზღუდად, ასევე თავად არჩევნების დღეს. ეს არის ძალიან ცუდი და ამ უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს არჩევნების დროს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.


 

საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რომელის მოქმედების ვადა შეიძლება, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი დადგინდა.


პირველი არხი




„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს...

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა
access_time2020-08-15 10:00:44
გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...


მსგავსი სიახლეები

up