რუსი ჟურნალისტი: სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერეთ, რომ ჩვენმა ავიაციამ დაბომბა არა გორი, არამედ რუსეთის  მომავალი

რუსი ჟურნალისტი: სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერეთ, რომ ჩვენმა ავიაციამ დაბომბა არა გორი, არამედ რუსეთის მომავალი

access_time2018-08-08 20:00:00

რუსი ჟურნალისტის  რომან უდოტის პერსონალური მოსაზრება  Facebookze — ზე 


კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ რუსი ჟურნალისტრის პოზიციას აგვისტოს ომთან დაკაშირებით. 



10 წლის წინ  ჩემი ქვეყნის მთავრობამ  ჩემი ქვეყანა პირველად ჩაითრია  ღია ომში.


მთავრობამ არ ჰკითხა მოსახლეობას აზრი და არ განუმარტა თავისი ქმედებების მიზეზი. მთავრობამ დაარღვია კონსტიტუცია და ჯარი  შეიყვანა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფედერაციის საბჭოს ნებართვის გარეშე.


ეს იყო იმ თავბრუდამხვევი სპირალის დასაწყისი, რომლის შედეგადაც ჩვენ აღმოვჩნდით ორმოში 10 წლის შემდეგ.


თუმცა მე მახსოვს...


მახსოვს სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთში ივლისში. ომი მზადდებოდა.


მახსოვს კონფლიქტის გახურების სტადიაზე დაცხრილული და მოკლული ქართველი პოლიციელები და სამხედროები.


მახსოვს დაშვებული საბურავი, რომელმაც თითქოს და შეუშალა  ხელი რუს „სამშვიდობოებს“ მოლაპარაკებაში მონაწილეობაში.



პირადად ვადევნებდი თვალს და ვთარგმნიდი გაეროს ღამის სხდომას და იქ გაჟღერებული ფაქტები, რომლებსაც მალავდნენ რუსული საინფორმაციო საშუალებები.




მახსოვს ტანკისტის ინტერვიუ გაზეთ „კრასნაია ზვეზდაში“, სადაც მას შემთხვევით წამოსცდა ადგილმდებარეობა 2008 წლის 7 აგვისტოს - ის არღვევდა დისლოკაციის საერთაშორისო საზღვრებს და ჩასაფრებული იყო ომის მოლოდინში.



მახსოვს „ევრონიუსის“ რუსული რედაქცია, რომელმაც შეცვალა ინგლისური ვერსია ისე, რომ გორის კადრებზე ნათქვამი იყო, თითქოს ეს ცხინვალია.



მახსოვს ჩურკინის ტყუილით სავსე კივილ-წივილი გენოციდზე და  ათასობით დაღუპულებზე.



მახსოვს მედვედევის და საკოზის გეგმა, რომელიც არ შესრულებულა.


მახსოვს ოსი მოროდიორები და მელხიორის კოვზები რუსი ჯარისკაცების ჯიბეებში.



მახსოვს ჟურნალისტი რომან დობროხოტოვი,  რომელიც უკრავდა როიალზე დარბეულ ქართულ სახლში.


იმ წელს ჩატარებული მედვედევის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე ფალსიფიცირებული.



რუსეთის მმართველებმა საბოლოოდ აქციეს ზურგი საკუთარ მოქალაქეებს. სულ რაღაც 5 თვის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ აქცია ზურგი უკვე მთელს მსოფლიოს.



საქართველო არის მშვენიერი და პატარა ქვეყანა. იმდენად პატარა, რომ მასზე სამხედრო გამარჯვების აღნიშვნა სამარცხვინოც არის.



„რას ზეიმობთ? იმ  ქვეყნის დამარცხებას, რომლის მოსახლეობას არ აღემატება მოსკოვის მეტროს დღიურ მგზავრნაკადს?“ - დაწერა ერთ-ერთმა ინტერნეტ-ხუმარამ.


დიახ. ერთი დღის მგზავრნაკადს!



 თანაც არც განსაკუთრებული გამარჯვება ყოფილა. ყველა სახმელეთო შეტაკებაში გაიმარჯვა ქართულმა ჯარმა. ის გატყდა მხოლოდ სტრატოსფეროში მფრინავი ბომბდამშენების მოქმედებების შედეგად - ისინი დაფრინავდნენ ისეთ სიმაღლეზე,  რომელიც მიუწვდომელია არა რაკეტების, არამედ ხაჭაპურის, საცივის და ხინკლის ქვეყნისთვის.


სამწუხაროდ, ჩვენ გვიან გავაცნობიერეთ, რომ ავიაციამ დაბომბა არა გორი, არამედ ჩვენი მომავალი.


საქართველო აღდგა და ისეთივე მშვენიერია, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ კი ჯერ კიდევ წინ გვაქვს საკუთარი მომავლის ნანგრევებიდან აღდგენის პროცესი.


ისე, ცოტა არ იყო შევწუხდი. ჩემი ამ პოსტის შესახებ გაიგეს ქართველებმა და დამიდეს ათასობით ლაიქი. ეს არაა საჭირო, რადგანაც პოსტი  არაა საქართველოზე, ან ოსეთზე, მათ ადგილას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, და მალე აღმოჩნდება კიდეც, სულ სხვა ქვეყნები.


ეს პოსტია რუსეთზე, ჩემს უბედურ, უიღბლო, მოტყუებულ და დიად ქვეყანაზე. ეს ჩვენი შიდა ტკივილია. ჩათვალეთ, რომ ეს არის 30-ანი წლების გერმანელის პოსტი. ჩათვალეთ, რომ ეს არის პოსტი ტყუილის,  პროპაგანდის და ძალაუფლებას შებღაუჭებული ადამიანების შესახებ.


ახლა ჟურნალისტებიც კი მეკითხებიან ომზე. მე კი სათქმელიც არაფერი მაქვს.


ეს არაა საქართველოზე.







„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მიერ მართლმსაჯულებაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებენ

 “ქართული ოცნების“ დეპუტატები  სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მიერ მართლმსაჯულებაზე გაკეთებულ განცხადებას აფასებენ
access_time2019-05-21 18:30:10
„ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“ — საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ეს სიტყვები საქართველოში ვიზის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა. ფაქტია, სასამართლო სისტემაში არსებეულ ხარვეზებზე, გამოწვევებისა და განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე...

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

Forbes - ის ანალიზი აშშ-ირანის დაძაბულობაზე - ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ

Forbes - ის ანალიზი აშშ-ირანის დაძაბულობაზე - ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ
access_time2019-05-21 19:30:46
„ვაშინგტონმა და თეირანმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ თუ სურთ სამხედრო შეტაკება თავიდან აიცილონ“ – Forbes-ისთვის გამოქვეყნებულ ანალიზში ენერგეტიკის ექსპერტი არიელ კოენი მიმოიხილავს ირან-აშშ-ს შორის მიმდინარე პროცესებს,  როგორ და რამდენ ხანში აისახება ეს დაძაბულობა  ნავთობის ღირებულებაზე მსოფლიო ბაზარზე.   პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლო ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ  მას ომი არ სურს.  ამასობაში ირანი...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...


მსგავსი სიახლეები

up