რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

access_time2021-08-02 16:00:48

საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი.


EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ დირექტორს, რომელიც უკვე 10 წელია, საქართველოში სხვადასხვა ჯიშის თხილს ყიდულობს ევროკავშირისა და აშშ–ის ბაზრებისთვის.


„Agro-Origins–ის ჩემ გუნდთან ერთად ორი კვირის წინ სამეგრელოში ვიყავით ჩვენი მომმარაგებლების მონიტორინგის მიზნით. მოსავალი ნამდვილად იმედისმომცემია. თხილის მოცულობა საქართველოში შესაძლოა 10%–ით გაიზარდოს და 2015 წლის მაჩვენებელს მიაღწიოს. თუმცა, ჯერ ძნელი სათქმელია, ამ მოცულობიდან რამდენი გამოდგება საექსპორტოდ. გასულ წელს ქართული თხილის გულის 4–5%–ში აღმოჩნდა ფარული სიდამპლე, ხოლო 3–4% მავნებლების მიერ იყო დაზიანებული. ევროპელი შემსყიდველები დასაშვებად ფარული სიდამპლის მხოლოდ 2%–იან, ხოლო მავნებლებით დაზიანების 0,5%–ს მიიჩნევენ დასაშვებად. მაგალითად, აზერბაიჯანულ თხილში ფარული სიდამპლე მხოლოდ 0,5%–ს შეადგენდა და ამიტომ ამ პროდუქტში 30%–ით მეტს იხდიდნენ“, – ამბობს ლორტი.


რეპუტაციის მოსაპოვებლად 20 წელია საჭირო, დასაკარგად – 5 წუთი



„მე მჯერა ქართული თხილის წარმოების, ვინაიდან 2015–16 წლებში წარმატებით გავიტანე აქაური პროდუქტი კალიფორნიაში, ეს სწორედ ხარისხის კრიზისამდე მოხდა, რომელიც მომდევნო სეზონებზე ფაროსანას შემოსევამ განაპირობა. სამწუხაროდ, საქართველომ ამერიკის ბაზარი ხელიდან გაუშვა, ვინაიდან გლობალური ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა ხარისხის გარანტიასთან მიმართებით. როგორც უორენ ბაფეტმა თქვა, რეპუტაციის მოსაპოვებლად 20 წელია საჭირო, დასაკარგად – 5 წუთი“, – ამბობს ლორტ მარტი.


შეუძლებელია სოფლად მდგრადი პროექტის შემუშავება ახალგაზრდების მონაწილეობის გარეშე


„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს სოფლებიდან გადის. ეს ის ადგილებია, სადაც ქართული თხილის უდიდესი ნაწილი მოდის. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიამდე შეინიშნებოდა, ვინაიდან რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობა 3,7%–ით შემცირდა და კიდევ უფრო გაუარესდა პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე თურქეთში შრომითი მიგრაციის შედეგად. იქ ქალები ჩაისა და თხილის პლანტაციებში მუშაობენ. ჩემი შეფასებით, საქართველოში თხილის გადამამუშავებელი ქარხნების მხოლოდ 50% მუშაობს სრული დატვირთვით, ვინაიდან თხილის დასახარისხებლად მუშახელი უბრალოდ არ არის საკმარისი. ახალგაზრდობა დედაქალაქში მიდის უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ჩვენ კი მათი ენერგია, მიზანდასახულობა და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება აქ, სამეგრელოს სოფლებში.


სხვა მხრივ, გადამუშავების სექტორი კარგადაა განვითარებული – დანერგილია საერთაშორისო პრინციპები და სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად აკონტროლებს ფაბრიკებს.


ვისურვებდი, მწარმოებლები უფრო მეტად იყონ ჩართული პროცესებში, რათა თავივს თავზე აიღონ ნაყოფის ხარისხისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფა, იმუშაონ სამრეწველო პროტოკოლის შესაბამისად და არ იყვნენ მხოლოდ იმის იმედად, რომ ყველაფერზე მთავრობა იზრუნებს.


შეგახსენებთ, რომ ფაროსანას შემოსევის შემდეგ ეს უკვე მეშვიდე სეზონია და ჩვენ კვლავაც გვეპარება ეჭვი ხარისხში. რაღაც უნდა შეიცვალოს“.

 east-fruit.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up