რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული – ჯაფარიძე

რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული – ჯაფარიძე

access_time2020-07-04 18:25:43

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა” – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. 

“რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული ადამიანი და ქვეყანაში შემოვიდოდა უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ინვესტიცია ჯერ არ გვქონია”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

“ლელოს” ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დავალება შეასრულა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გააჩერა. 


“ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის მიერ დაფინანსებულ ტამანის ახალი პორტის მშენებლობას. ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებს უაპელაციოდ დებს ბრალს და ადანაშაულებს, მე არ მაქვს დოკუმენტური დადასტურება, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება” მოქმედებს რუსეთის ინტერესებით და მათ სასარგებლოდ. ამაზე მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია და დასუსტება, დასავლელი ინვესტორების განდევნა და გეოსტრატეგიული პროექტების შეჩერება,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები:
ანაკლია



ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...


მსგავსი სიახლეები

up