საათების შვეიცარიულმა ბრენდმა Rolex-მა რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა.
კომპანიის სპიკერის განცხადებით, ამ ეტაპისათვის Rolex-ის საათებს რუსეთში დამოუკიდებელი და კერძო ადგილობრივი საცალო მოვაჭრეები ყიდიან, რომლებსაც საათები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მიეწოდათ.
მისივე ინფორმაციით, შვეიცარიული ბრენდი არ ფლობს კომპანიას ან უძრავ ქონებას რუსეთში.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი არაერთმა კომპანიამ დატოვა. რუსეთში Hermes-ის, Cartier-ის და Chanel-ის მაღაზიებიც დაიხურა.
წყარო: Bloomberg, businessformula.ge