Roku, Inc. - კომპანია, რომლის ინვესტიცია 3 წელიწადში 224,66%-იან მოგებას აგენერირებს

Roku, Inc. - კომპანია, რომლის ინვესტიცია 3 წელიწადში 224,66%-იან მოგებას აგენერირებს

access_time2020-04-28 18:00:43

კომპანია Roku, Inc. (ROKU) 7 მაისს აქვეყნებს, 2020 წლის პირველი კვარტლის ფინასნურ მაჩვენებლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვარტალია ნებისმიერი კომპანიისთვის, გამომდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. მიზეზი: სრულიად გაჩერებული ეკონომიკური აქტივობები და კარანტინში მყოფი მსოფლიო.


როგორც საფონდო ბირჟის ანალიტიკოსი ჯაბა დიხამინჯია აცხადებს, სანამ ეს მაჩვენებლები საჯარო გახდება, მანამდე მინდა მცირე ანალიზი შემოგთავაზოთ თუ რას შეიძლება ველოდოთ ამ კომპანიის 2020 წლის პირველი კვარტლის ბიზნესაქტივობიდან.


„ეს საინტერესოა ვინაიდან, ის პირები ვინც თვალ ყურს ადევნებთ ჩვენს საინვესტიციო პორტფელს, კარგად იციან რომ, ჩვენ ვფლობთ ამ კომპანიის აქციებს. Jdinvestment-ის გრძელვადიან პორტფელში. და ამ ინვესტიციაში ვაგენერირებთ ამ დროისთვის 224.46%-იან მოგებას. კომპანიის აქციები შევიძინეთ 21/11/2017-ში და ერთ აქციაში გადავიხადეთ $38.45 ამ დროსითვის კი, ერთი აქციის ფასი შეადგენს $124.83-.


მაშ ასე. მცირე ანალიზი, სანამ კომპანია გაასაჯაროებს 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს.


რამოდენიმე არხიდან მიღებული ანალიტიკური ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ქვემოთ გაგიზიარებთ, ნათლად ჩანს რომ SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება) ეს ბაზარი საგრძნობლად მზარდია და მითუმეტეს COVD-19 პანდემიის გამო, მსოფლიო კარანტინის პირობებში, ზრდის ტემპმა კიდევ უფრო იმატა. ერთ შეხედვით ეს გასაგებიც არის, მსოფლიო მოსახლეობა სახლში ზის. მაგრამ ზრდის ტემპი გასაკვირად შთამბეჭდავია.


ბიზნესმოდელი

კომპანია Roku, Inc. (ROKU)- ბიზესმოდელი ესეთა:  ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება). ეს ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელი თვითონ ირჩევს და აირჩვს რას უყუროს და როდის.


სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები, გაჩაღებულ საომარ ვითარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ბაზრის წილის გადანაწილებისთვის. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯების გაწევით. Netflix. Amazon Prime Video. Hulu. იბრძვიან ერთმანეთთან, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple TV, Google თავისი YouTube-ით, Disney, და სხვა უამრავი.


აქვე იკითხავთ ალბათ?: თუ ეს ბიზნესმიმართულება და ბაზარი ასეთი გადატვირთულია და გაჯერებული სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? და ეს კითხვა ლეგიტიმურია.


როდესაც ვაანალიზებთ კომპანია ROKU-ს, ჩვენ არ გვაინტერესებს ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის და იქნება ჰაბი, სახლი, ყველა დანარჩენი კონტენტ პროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტ პროვაიდერის პროდუქტი, კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე. წამოიდგინეთ სახლი სადაც ყველა ეს მსხვილი ტელე პროგრამების და კონტენტების მწარმოებელი ბიზნესი ცხოვრობს. აი ეს არის Roku, Inc. (ROKU).


ROKU მხოლოდ თავის Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე და არ აქვს მნიშვნელობა ეს პროდუქტი რომელი მწამოებლის მიერ არის შექმნილი. და მან თავისი მომხმარებელი ზედმიწევნით კარგდ იცის, იცის მისი ინტერესის სფერო, იცის გეოგრაფიული არეალი, სწორედ ისე როგორფ Facebook-მა იცის თავის ნებისმიერი მომხმარებელი. და შესაბამისად ROKU სატელევიზიო რეკლამის ყველაზე კარგი გამყიდველია. მისი შემოსავლების საკმაოდ მსუყე ნაწილი, სწორედ სატელევიზიო რეკლამებზე მოდის. 


აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის რომ, კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows-ი პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. და ეს ესეც არის უკვე. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. და ეს არის უპირატესობა.


ჩვენ მიგვაჩნია რომ SVOD ბიზნესის ტრენდი მზარდია და ზრდა კიდევ უფრო გიგანტური იქნება ახლო მომავალში.


რაც შეეხება საკაბელო და სატელიტურ ტელევიზიებს, მათი მზე ჩამავალია. დიაგრამაზე ხედავთ მონაცემებს თუ წლიდან წლამდე რამდენი ოჯახი აღარ იხდის საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის სააბონენტო გადასახადებს, სად მიდის ეს მომხმარებელი? ნუთუ ტელევიზორს საეთოდ აღარ უყურებენ?. არა ისინი ამ სერვისს ანაცვლებენ სწორედ Roku, Inc. (ROKU)-ს პლატფორმით.


http://jdinvestment.ge/Templates/default/assets/ckfinder/userfiles/images/ROKU2%20(2).png

კომპანია ამაყად ამბობს რომ, ყველა ის მომხმარებელი რომელმაც გადაწყვიტა ჩაანაცვლოს საკაბელო და სატელიტური ტელევიზია, 50% ROKU-ს მომხმარებელი ხდება.


ამ მომანაცემს მეორე ბოლოდან თუ შევხედავთ, ნათელი ხდება ასევე რომ, შტატების ტერიტორიაზე საკაბელო და სატელიტური სატელევიზიო სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა აშკარა კლების ტენდენციით გამოირჩევა.


http://jdinvestment.ge/Templates/default/assets/ckfinder/userfiles/images/ROKU2%20(1).png

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დიაგრამაში კიდევ ის არის რომ, შეერთებული შტატების ოჯახების 75% ჯერ კიდევ საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის მომხმარებელია. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს სამომხმარებლო ბაზრის ზრდა უდიდესია. და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.


გავიმეორებ კომპანია Roku, Inc. (ROKU) იყვანს მინიმუმ 50% იმ მომხმარებლებისა, რომლებიც ტოვებენ საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სერვისით სარგებლობას. 2019 წლის ბოლოს (იხ. დიაგრამაზე) მოსახლეობის 75% ჯერ კიდევ სატელიტურ და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელია. წარმოდიგინეთ ამ 75% ოჯახების 50% ზე მეტი პოტენციური მომხმარებელია კომპანია Roku, Inc. (ROKU).
მონაცემები.



მოდით ეხლა შევხედოთ იმ მონაცემებს რომელიც საჯაროვდება სხვადასხვა ანალიტიკური კომპანიების მიერ. და შემდეგ გავაანალიზოთ მონაცემები.


www.zoura.com ეს არის ანალიტიკური ბიზნეს პორტალი რომელიც ეხმარება ახალბედა ეგრეთ წოდებულ (startup) კომპანიებს განავითარონ ბიზნესი და შექმნან მომგებიანი ბიზნესმოდელი.


აქვეყნებს მონაცემებს , ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ მხოლოდ ინტერნეტ ვიდეო ნაკადის მონაცემებზე. ფასიანი აბონენტების რაოდენობა, ინტერნეტით ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება SVOD-ზე, გაზრდილია 2020 წლის მხოლოდ მარტის თვეში 7-ჯერ. შედარებით 2019 სრული წელთან. ეს უდნა გავიმეორო! ერთ თვეში აბონენტების რაოდენიბა გაიზარდა 7-ჯერ წინა, 2019 წლის 12-ივე თვესთან შედარებით. აქ პაუზა გააკეთეთ და დაუკვირდით ამ მონაცემებს.


შემდეგ გადავიდეთ კომპანია Fastly, Inc. (FSLY) ( აქვე მინდა ავღნიშნოთ რომ, კომპანია Fastly, Inc. (FSLY) -ის აქციებსაც ვფლობთ jdinvestment-ის გრძელვადიან პორტფელში და ამ პოზიციაზე ვიგებთ 20.15%-ს მოყოლებული 2020 წლის 31 მარტიდან.) კომპანია Fastly, Inc. (FSLY) – ი აქვეყნებს ასევე უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას. დააკვირდით დიაგრამას.


http://jdinvestment.ge/Templates/default/assets/ckfinder/userfiles/images/ROKU3.png

დიაგრამაზე ხედავთ ინდუსტრიების მიხედვით წამში საშუალოდ ინტერნეტ ტრაფიკის ზის მონაცემებს. ცისფერი ჰისტოგრამა აჩვენებს პროცენტულ ცვლილებას კვირებს შორის დიაპაზონი: 6-12 იანვრის კვირიდან, თებერვლის 10-16 კვირამდე. ხოლო წითელი ჰისტოგრამა აჩვენებს, თებერვლის 10-16 კვირიდან, 23-29 მარტის ჩათვლით კვირამდე. (COVD-19 პანდემიის პერიოდია). ინტერნეტ ტრაფიკზე საგრძნობლად გაზრდილი მოთხოვნა სახეზე გვაქვს.  ეს ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა კომპანია Pinterest, Inc.


(PINS) - ისთვისაც, რომლელი კომპანიის აქციებსაც ასევე ვფლობთ jdinvestment-ის გრძელვადიან პორტფელში. კომპანიამ გასულ კვირას დაანონსა თვიური აბონენტთა უპრეცენდენტო ზრდა. ამ კომპანიის ანალიზს ცოტახანში შემოგთავაზებთ.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმციას ავრცელებს www.variety.com2020 წლის მარტის თვის პირველს სამ კვირაში, სრულიან შტატების მაშტაბით ინტერნეტ TV-ის სტრიმინგის მოცულობა წუთებში. მარტივად რომ ვთქვათ ინტერნეტ ტელევიზიის პროგრამების და გადაცემების ყურება/წუთი დაფიქსირდა 400 მილიარდი წუთი, რაც 85% ით მეტია ვიდრე 2019 წლის მარტის თვის პირველი სამი კვირის მაჩვენებელზე. ეს კომპანია Nielsen analysis-მა წარმოადგინა (ეს არის ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც მედია მონიტორინგს ახორციელებს მსოფლიოს მაშტაბით. ის მოიცავს როგორც სოციალურ მედიას, ასევე სატელევიზიო და ბეჭდურ მედიას).


დააკვირდით შემდეგ დიაგრამას, რომელიც ასევე საკმაოდ ინფორმაციულია.


http://jdinvestment.ge/Templates/default/assets/ckfinder/userfiles/images/ROKU4.png

დიაგრამაზე ჩანს არა მხოლოდ კვირების განმავლობაში ინტერნეტ TV პროგრმების, შოუების და გადაცემების ყურება/წუთი. არამედ რომელმა კონტენტპროვეიდერმა რა მოცულობის ყურების/წუთი დააგენერირა თავის პლატფორმაზე.


დააკვირდით HULU (მწვანე მართკუდხედი) და Others (შავი მართკუდხედი) ეს ორი განყოფილება მოიცავს Disney+ საც და სხვა კონტეტნ პროვაიდერებს გარდა აქ ჩამოთვლილისა. ჯამურად  HULU და Others გაზრდილია 9 მარტის კვირიდან 16 მარტის კვირამდე 38% იდან 41% ამდე (ეს ერთი კვირის მონაცემია მხოლოდ).


ასევე აღსანიშანვია რომ, ყურების/წუთი არა მხოლოდ ერთჯერადად გაიზარდა, მისი ტრენდი არის მზარდი. საუბარი მაქვს ამ ორი კატეგორიაზე ჯამურად.


როგორც ავღნიშნეთ Others მოიცავს Disney+ ტელევიზიასაც. ამ მხრივ როგორც ვიცით Disney+ის მომხმარებლმება ბოლო 5 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს პლატფერმა კომერციულად გაეშვა, აიყვანა 50 მილიონის მომხმარებელი. როგორც კომპანიის მენეჯმენტი იუწყება 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი მიაღწევს 90-100 მილიონ მომხმარებელს.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, კომპანია  Roku, Inc. (ROKU)-სთვისმარტივი მიზეზის გამო. ROKU-ს პლატფორმით შესაძლებელია ამ კონტეტნ პროვაიდერების პროდუქტების ნახვა როგორც ავღნიშნეთ ზემოთ, ROKU არის ჰაბი, სახლი, თითქმის ყველა სატელევიზიო კონტენტის მწარმოებლისთვის.


კიდევ ერთ მონაცემს დაუკვირდეთ. კომპანია Roku, Inc. (ROKU)- მომხმარებლების საშუალო ზრდა:
ბოლო 90 დღის საშალო ზრდა +45%
ბოლო 30 დღის საშუალო ზრდა +56%
ბოლო 7 დღს საშუაო ზრდა +87%


ანალიტიკა

Roku, Inc. (ROKU)- არის პლატფორმა. პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც სატელევიზიო კონტენტების შოუების და გადაცემების მიწოდებას ახდენს მომხმარებლებთან და ეს კომპანია ამ სფეროში ლიდერია შეერთბული შტატების ტერიტორიაზე.


ეს არის პლატფორმა და მისი პოზიციონირება გასაღების ბაზარზე, იძლევა თამაშის წესების კარნახის საშუალებას.


ასევე ცნობილია რომ, შტატების ტერიტორიაზე ყოველი 3 რეალიზებული ტელევიზორიდან 1 არის ROKU-ს ოპერატიული სისტემით აღჭურვილი ტელევიზორი. გარდა ამისა კომპანია Roku, Inc. (ROKU) რეალიზებას ახდენს თვისი მიმღების, საკმაოდ დიდი მოცულობებით.


კომპანია Roku, Inc. (ROKU) ს ოპერატიული სისტემით ტელევიზორების აღჭურვა ხდება მწარმოებლების მიერ, ტელევიზორის გამოშვებისთნავე (ძირითდად Smart TV) ასევე ცნობილია ის მწარმოებლები რომლების მუშაობენ Roku, Inc. (ROKU)-სთან:

* TCL

* Sharp

* Hisense

* Philips

* Sanyo

* Element

* JVC

* onn / Walmart

* RCA

* Hitachi

* Magnavox

* Westinghouse

კვლევის შედეგდ კომპანია TCL ის ტელევიზორები გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების მაშტაბით. კომპანია Westinghouse ი რომელიც თანამშრომლობდა Amazon თან. გააუქმა ხელშეკრულება და გადმოერთო ROKU სთან.


აქვე უნდა ვთქვათ რომ კომპანია Roku, Inc. (ROKU)- ახლახანს დაიწყო დიდი ბრიტანეთის ბაზრის დაბყრობა. დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი, Hisense ის ფირმის  ტელევიზორებია.


კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს ოპერატიული სისტემა აგენერირებს მოგებას სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებიდან.


პირველი: კომპანია აგენერირებს მოგებას ნებისმიერი სარეკლამო რგოლიდან რომელიც გადის ამა თუ იმ გადაცემის, შოუს სარეკლამო ტიხრის დროს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კონტენტის მწარმოებელი თუ მფლობელის გადაცემას უყურებთ. Hulu, Sling, Tubi, Pluto. და სხვა უამრავი გარდა YouTube ის ვიდეოებისა.


ასევე კომპანია აგენერირებს მოგებას მაშნაც, როდესაც რომელიმე კონტენტ პროვაიდერი იყვანს ახალ აბონენტს გარდა (Netflix-ისა) Hulu, Sling, და რა თქმა უნდა Disney+ გარდა ამისა კომპანია აგენერიებს მოგებას მაშინ როცა თვითონ იყვანს მომხმარებელს თავისი არხების მეშვეობით 2019 წლის მე-4 კვარტალში მხოლოდ ესეთი მომხმარებელი იყო 56 მილიონი.


დიახ კომპანიას ხელში უჭირავს სატელევიზიო სარეკლამო სივრცის გასაღები და სააბონენტო მომხმარებლების დიდი წილი. და ეს ბაზარი ძალიან მზარდია.


რას უნდა ველოდოთ 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებისგან? შეგახსენებთ რომ კომპანია 2 მაისს წარადგებს 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს.


JDinvestment-ის მოსაზრება.


ჩვენი გადმოსახედიდან კომპანიის მომავალი ნათელია, ვფიქრობთ რომ, ამ კომპანიის აქციები გრძელვადიან პერიოდში შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა. მოკლე ვადაში რას იზამს კომპანია არ ვიცით და არც არის სანერვიულო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში კომპანია დიდი ალბათობით გაახარებს აქციის მფლობელების გულს.


ჩვენ ამ კომპანიის აქციები შევიძნეთ 2017 წლის 21 ნოემბერს $38,45-ად და მას შემდეგ ინვესტიცია აგენერირებს 224,66%-იან მოგებას. დიახ ეს შთმბეჭდავი ზრდა არის ამ პერიოდისთვის“,  აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.

 



თეგები:
Roku Inc.



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up