2023 წელს მსოფლიოს სასურსათო რუკა ექნება

2023 წელს მსოფლიოს სასურსათო რუკა ექნება

access_time2022-01-24 20:30:00

მსოფლიო სასურსათო რუკა (World Food Map), როკფელერის ფონდის დაფინანსებით, სურსათის ხარისხის გლობალური პროექტის (GDQP) ფარგლებში მუშავდება. ეს პროექტი Gallup-ის, ჰარვარდის გლობალური ჯანმრთელობისა და მოსახლეობის დეპარტამენტის, ასევე, გაუმჯობესებული კვების გლობალური ალიანსის (GAIN) თანამშრომლობის შედეგია, რომლის მეშვეობით მკვლევარები მსოფლიო სასურსათო რუკაზე მუშაობენ. ინფორმაციას პორტალი „აგრობიზნესი“ ავრცელებს.


რუკამ მთელი მსოფლიოდან კვების მოდელებზე ინფორმაცია უნდა გააერთიანოს და ასახოს.


GDQP-მა სხვადასხვა ქვეყნის კვების რაციონის შესახებ საიმედო მონაცემები შეაგროვა და ურთიერთშესადარებელი ინსტრუმენტები შეიმუშავა. მთავარი ინსტრუმენტი კვების ხარისხის კითხვარია (DQQ), რომელსაც ხუთი წუთი სჭირდება და მოსახლეობის დონეზე კვების მოდელის შესახებ უამრავ ინფორმაციას მოიცავს. DQQ კვების რაციონზე რამდენიმე მაჩვენებლის მისაღებად გამოიყენება, რაც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან მისი ყველა ფორმით, დიეტური მრავალფეროვნებისა და არაინფექციური დაავადებების რისკების, ანუ დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩათვლით. კითხვარი როგორც ჯანსაღი, ისე არაჯანსაღი საკვები პროდუქტების 29 ჯგუფის მოხმარებაზე ინფორმაციას აგროვებს.


ქვეყნების მიხედვით კითხვარის შესაქმნელად, პროექტის გუნდმა 104 ქვეყნის ადამიანები გამოკითხა, რომ თითოეულ ლოკაციაზე ყველაზე გავრცელებული პროდუქტებისა და მათი სახელწოდებების სია შეედგინა. საერთო ჯამში, მკვლევარებს ინფორმაცია 750-ზე მეტმა ადამიანმა მიაწოდა.



ეს არის სისტემატიზირებული და შესადარებელი ინფორმაციის შეგროვების პირველი მცდელობა იმაზე, თუ რითი იკვებებიან ადამიანები მთელ მსოფლიოში. DQQ მონაცემების გამოყენებით, საბოლოო რუკა 2023 წლისთვის შეიქმნება. მასზე ინფორმაცია საინტერესო, ინტერაქტიული ფორმატით იქნება წარმოდგენილი. მომხმარებელს საშუალება ექნება, თითოეულ ქვეყანას ვირტუალურად ეწვიოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სასურსათო ლტოლვას გაეცნოს.


რუკას, ასევე, როკფელერის ფონდის მიერ დაფინანსებულ Food Initiative-ის პერიოდული ცხრილიდან საკვების შემადგენლობის მონაცემები დაერთვება. ეს მონაცემები კვების ხარისხის კულტურულად მისაღები გზებით გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს.


bpn.ge



თეგები:
რუკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up