სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მოსკოვში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 40 000 ადამიანი შეიკრიბა. სააგენტო წერს, რომ ეს ბოლო წლებში გამართულ მიტინგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციაა, რომელიც რუსეთის დედაქალაქში იმართება.
მოსკოვის პოლიციის ცნობით, კი დედაქალაქში ადგილობრივი დროით 14:40 საათზე აქციაზე 4000 ადამიანი იყო შეკრებილი.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში აქციის დროს დააკავეს 395 ადამიანი. სულ კი რუსეთში გამართულ მიტინგებზე სამართალდამცავებმა 1338 ადამიანი დააკავეს.
1tv.ge