როგოზინი მასკს, ბეზოსს და ბრენსონს „სოიუზის“ გაშვების ღონისძიებაზე ბაიკონურში იწვევს

როგოზინი მასკს, ბეზოსს და ბრენსონს „სოიუზის“ გაშვების ღონისძიებაზე ბაიკონურში იწვევს

access_time2021-08-26 17:00:29

„როსკოსმოსი“ ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდის „Союз МС-19“ გაშვების ღონისძიებაზე დასასწრებად Space X-ის შემქმნელის ილონ მასკის, Blue Origin–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისა და Virgin Galactic რიჩარდ ბრენსონის მიწვევას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.


„დღეს მოწვევას ვუგზავნი ბატონ ილონ მასკსაც, რომელსაც ჩვენ რუსეთში პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბატონი ბრენსონისა და ბატონი ბეზოსის მოწვევას“, – ამბობს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი.


როგოზინმა ბიზნესმენებს „კოსმოსის ენთუზიასტების შესანიშნავი სამეული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათი სტუმრობა კოსმისის უნიკალურობის სიმბოლო გახდება, რომელიც უნიკალურ ადამიანებს აერთიანებს, მიუხედავად საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული სირთულეებისა.



ხომალდის „Союз МС-19“ სტარტი 5 ოქტომბერსაა დაგეგმილი და „როსკოსმოსი“ ამ ხომალდით ფილმის „გამოწვევა“ გადამღებ ჯგუფს გაუშვებს.


მანამდე, გასული წლის მაისში NASA-მ განაცხადა, რომ ილონ მასკთან ერთად ტომ კრუზის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს. გადაღებები, მათ შორის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც უნდა ჩატარდეს. მსახიობი კოსმოსში ოქტომბერში უნდა გაფრინდეს, წერდა Screenrant.


„ბატუტი მუშაობს“


დმიტრი როგოზინის ამერიკის კოსმოსური დარგისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია ბოლო 7 წლის განმავლობაში. 2014 წლის აპრილში, როდესაც ის რუსეთის ფედერაციის ვიცე–პრემიერი იყო და კოსმონავტიკის განვითარების მიმართულებას კურირებდა,  Twitter–ზე დაწერა, რომ რუსეთმა შესაძლოა უარი თქვან ამერიკელი კოსმონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაყვანაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა კრემლს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა. კოსმოსურ სადგურზე მოსახვედრად მაშინ როგოზინმა ამერიკელებს ბატუტის გამოყენება ურთია.


2020 წლის 30 მაისს, როდესაც წარმატებით განხორციელდა ილონ მასკის პილოტირებადი Crew Dragon–ის გაშვება, პრეს–კონფერენციაზე როიტერის მიერ დასმულ კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა საუბარი პროექტის თემაზე „როსკოსმოსთან“, ილონ მასკმა განაცხადა „ბატუტი მუშაობს“.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up