როგორია „სპარის“ შემოსავალი და მოგება

როგორია „სპარის“ შემოსავალი და მოგება

access_time2020-04-06 18:00:12

სუპერმარკეტების ქსელის „სპარისა“ და მისი თანამშროლების სამუშაო გრაფიკის საკითხი რამდენიმე დღეა განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა. კერძოდ, საუბარია, იმაზე რომ სუპერმარკეტების ქსელი კომენდანტის საათის პირობებშიც მუშაობს 21:00-დან 06:00 სთ-მდე პერიოდში, შესაბამისად, ის თანამშრომლები, ვისაც ღამის საათებში უწევთ მუშაობა, მთელი ღამის განმავლობაში რჩებიან მარკეტის შიდა ტერიტორიაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თავად „სპარი“ იმით ხსნის, რომ ამ გადაწყვეტილებით, ღამის ცვლის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება აღარ მოხდება და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები. სს „ფუდმარტს“, რომელიც ბაზარზე სამი ბრენდით („ფუდმარტი“, „იოლი“, „სპარი“) არის წარმოდგენილი, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული. (2019 წლის ფინანსური ანგარიშგება ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის).


ანგარიშგების თანახმად, შემოსავალი - 142 936 306 ლარი; თვითღირებულება - 112 470 846 ლარი; სულ შემოსავალი (ავტ. სხვაობა შემოსავალსა და თვითღირებულებას შორის) - 30 465 460 ლარი იყო. ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის საოპერაციო მოგება - 8 006 886 ლარი; პერიოდის შედეგი (ავტ. წლის მოგება) – 1 170 483 ლარი იყო.



გარდა ამისა, რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობიდან ფულად ნაკადებს, 2018 წლის მონაცემებით, მათ შორის - კლიენტებისგან მიღებული ფული - 176 684 426 ლარი; მომწოდებლებზე გადახდილი ფული - 125 664 771 ლარი; გადახდილი საოპერაციო იჯარის ხარჯები - 11 169 273 ლარი; გადახდილი თანამშრომელთა ხარჯი - 9 342 570 ლარი იყო.


რაც შეეხება მფლობელებს, 2018 ფინანსური ანგარიშგების თანახმად, GEORGIA REGIONAL DEVELOPMENT FUND LLC (GRDF) ფლობს - 2.35%-იან წილს; SEAF CAUCASUS GROWTH FUND L.P. (SEAF) - 44.56%-იან წილს; NEDERLANDSE FINANCIERINGS-MAATSCHAPPIJ VOOR ONTWIKKELINGSLANDEN N.V. (FMO) - 33%-იან წილს; ხოლო შპს ფუდსერვისი - 20.10%-იან წილს ფლობენ.


რეესტრის 2019 წლის სექტემბრის ამონაწერით კი, სს „ფუდმარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან - არმანდ ფომიჩევი, იოჰანნეს დე ვრიეს, უჩა უგულავა, ნინო გეგუჩაძე. თავმჯდომარე კი - გიორგი ჩუბინიშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორი არის არჩილ გეგენავა (პარლამენტის ყოფილი დეპუტატი) და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს უჩა უგულავა იკავებს.


bpn.ge


თეგები:
სპარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up