როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე -  კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა

როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე - კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა

access_time2020-05-10 19:00:10

სატაცური კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი „მსხვერპლია“, რადგან პროდუქტის სეზონი სწორედ ახლა იწყება.

 

EastFruit-ის ინფორმაციით, გერმანიაში სატაცურის აღების პროცესში საზღვრები დახურა ევროკავშირმა, რომელიც მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. აღნიშნულის გამო, აღმოსავლეთ ევროპაში პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა.

 

სატაცურის მწარმოებლებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი დარტყმა რესტორნების დახურვა გახდა. რიგმა ქვეყნებმა საერთოდ შეწყვიტეს პროდუქტის ყიდვა, რის გამოც მწარმოებლები იძულებული გახდნენ, რომ ალტერნატიული ბაზრების სასწრაფოდ მოეძებნათ.

 

აღნიშნული მიზეზით, ყველა ქვეყანაში სატაცურის მწარმოებლები განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდნე. ნაწილმა მათგანმა დიდი ზარალი მიიღო, ზოგიერთს კი პირიქით, მოგება გაეზარდა.

 

აბოლუტურად იდენტურ მდგომარეობაშია ევროკავშირის ოთხი ქვეყანა. კერძოდ, ტურისტების შემცირების, ლოჯისტიკის სამსახურის გაჩერებით, პროდუქტზე მოთხოვნამ იკლო გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. ესპანეთი ყოველწლიურად 25 000 ტონა სატაცურის ექპორტს ახორციელებდა, რომლის დიდი წილი გერმანიასა და საფრანგეთში გადიოდა. იტალია კი, 8 000 ტონა პროდუქტის რეალიზაციას ახდენდა, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი კი გერმანიაა. რაც შეეხება თავად საფრანგეთსა და გერმანიას, გარდა იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა პროდუქტის მწარმოებელია, სატაცურის საკმაოდ მსხვილი იმპორტიორებიც არიან.

 

აღნიშნული გარემოების გამო, იტალიასა და ესპანეთში სატაცურის ფასი დაეცა. კერძოდ, აპრილში იტალიაში 1 კგ პროდუქტის ღირებულება 1,2- 1,5 ევრომდე შემცირდა, რამაც ფერემებისთვის მოსავალს მომგებიანობა დააკარგინა.


 

ფასების მხრივ ანალოგიური ვითარებაა ესპანეთში, თუმცა ქვეყნის მდგომარეობას ის ფაქტი ამძიმებს, რომ პროდუქტის მწარმებლები მთლიანად ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებულნი.

 

გერმანიაში კი, ფასებზე მეტად, მუშა ხელის რაოდენობა შემცირდა, რამაც მწარმოებლებს დიდი პრობლემები შეუქმნა.

 

ფასები მისაღები იყო ჰოლანდიაში. აქ 1 კგ პროდუქტის ღირებულება 3 ევროს შეადგენდა. თუმცა, ბაზრის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებში ფასები გაიზრდება.

 

მართალია, პოლონეთში, სეზონი ახლა იწყება, თუმცა სატაცურის ღირებულება უკვე არასტაბილურია. პირველ ეტაპზე თუ 1 კგ პროდუქტი 5 ევრო ღირდა, მოგვიანებით კი, 2,5- 3 ევრომდე დაეცა.

 

სატაცურის მოხმარება და წარმოება სულ უფრო იზრდება უკრაინაში. კარანტინის გამო ქვეყანაში დაიკეტა რესტორნები, რამაც მწარმოებლების შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჯერ-ჯერობით საგანგებო მდგომარეობა პროდუქტის ფასზე არ ასახულა. მართალია, შეზღუდვების გახანგძლივება, პროდუქტის ფასსა და მოთხოვნაზე გავლენას იქონიებს, თუმცა, არის ვარაუდი, რომ მწარმოებლები პროდუქტს დროებით გაყინავენ, მის რეალიზაციას კი მოგვიანებით განახორციელებენ.

 

ამ დროისთვის, უკრაინაში ფერმერები 1 კგ სატაცურს 4-6 აშშ დოლარად ყიდიან. რაც შეეხება საცალო ქსელებს, 350-450 გრამიანი შეფუთვის ღირებულება 8-11 აშშ დოლარია.

 

აშშ-ში, პერუსა და მექსიკაში სატაცურის წარმოება-რეალიზაცია საკამოდ მაღალ დონეზეა. აქ ძირითადი მოხმარებელი აშშ და კანადაა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კორონავირსუმა მწარმებლების მოგების ზრდას ხელიც კი შეუწყო. გარდა იმისა, რომ ფერმერებმა საკუთარი პროუქცია, 1 კგ 4,5 -5 აშშ დოლარად გაყიდეს, სახელმწიფოსგან დახმარებაც მიიღეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სატაცურის წარმოებაში 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.


BPN

თეგები:
სატაცური



Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს
access_time2021-04-22 17:15:51
„დავა არ დასრულებულა, ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.“, - ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“  რომან ფიფიას წარმომადგენელმა მიაწოდა. საქმე ეხება  ინგლისის სასამართლოში BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის ჯგუფის განცხადებით BGEO GROUP სასრაგებლოდ დასრულდა. ფიფიას წარმომადგენლის ინფორმაციით, „BGEO Group Limited“ გამოიყენა ფინანსური ზეწოლა, რომელიც მოსარჩელისგან...

თბილისის ახლო მომავლის ტრენდი ეკონომ კლასის საცხოვრებელი ბინებია

თბილისის ახლო მომავლის ტრენდი ეკონომ კლასის საცხოვრებელი ბინებია
access_time2021-04-22 17:00:54
Recov.ge-ის 2021წლის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით, 2019-თან შედარებით კი 37%-ით გაიზარდა.   უძრავი ქონების ფასს სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, როგორებიცაა: მშენებლობის ხარისხი, სამშენებლო მასალები, ინფრასტრუქტურა თუ ლოკაცია.   იმისათვის, რომ დავადგინოთ რა არის დღეს ეკონომ კლასის პროექტებში ბინის ღირებულება, ამისათვის ყურადღება დიდწილად მაინც ადგილმდებარეობის...


მსგავსი სიახლეები

up