როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე

როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე

access_time2019-08-19 21:45:07

„მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი. ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ არიან განთავსებული. ადამიანების გატაცება გრძელდება. ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც არასაკმარისია, - აცხადებს „რეზონანსთან ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სოფელ გუგუტიანთკარში დღეს არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 19 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა ღობეების აღმართვა განაახლეს. ისინი პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ. ამასთან ერთად, 17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნიდან ოკუპანტებმა 7 ადამიანი გაიტაცეს.

 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, საერთაშორისო გამოხმაურება არასაკმარისია, თუმცა ეს ფაქტი დაუკავშირა იმას, რომ ევროპარლამენტი, ინსტიტუციის დონეზე, ჯერ არ შეკრებილა.

 

„ევროკავშირის წარმომადგენლობის დონეზე იყო განცხადება. ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზიტი და ეს ინდივიდუალური განცხადება, რომელიც გავრცელდა. პრობლემა ისიც გახლავთ, რომ რეალურად ინსტიტუციების დონეზე, ევროპარლამენტი ჯერ არ შეკრებილა, არჩევნები დასრულდა და უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა ეს შეკრება მხოლოდ სექტემბერში იმართება. ევროკომისია, ფაქტობრივად, ჩამოყალიბების პროცესშია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი ცუდად ემთხვევა იმ ვითარებას, რაც გუგუტიანთკარშია.

 

„ეს განცხადებები რაღაც დონეზე თავის საქმეს აკეთებს, თუმცა, ცხადია, რომ ეს უპირობო საშუალება არ არის იმისა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდება. აქამდეც არაერთხელ გვინახავს ასეთი განცხადებები, მაგრამ, სამწუხაროდ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. იმის თქმა, რომ ეს 100%-ით აღმოფხვრის ყველაფერს და რუსეთი უკან დაიხევს, ასე ნამდვილად არ იქნება, - ამბობს ჩხიკვაძე.

 

ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ 19 აგვისტოს ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა, რომ რუსეთი ამ ქმედებით ამოწმებს, როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. მისი თქმით, აუცილებელია ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ძლიერი განცხადება გააკეთოს.

 

„ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. მე ძალიან არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა, ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად.


 

„ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, - თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუკი რუსეთი მცოცავ ანექსიას შეწყვეტს და ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინისა და საქართველოს საკითხი ერთ კონტექსტში განიხილებოდეს.

 

„მისასალმებელია ევროპარლამენტარის ეს განცხადება, მაგრამ მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. ამის გარდა, უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი.

 

„ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ რეალურად ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განთავსებულნი არ არიან. ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, შემდგომში ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც საკმარისი არ არის, რადგან, როგორც ადამიანების გატაცება, ასევე, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გრძელდება.

 

„სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მუდმივად იმყოფებოდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, მათ შორის, როგორც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ასევე აფხაზეთშიც. კონფლიქტების მოგვარების, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა უნდა განიხილებოდეს უკრაინის პრობლემის პარალელურად.

 

„რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს, რომ რუსეთი მცოცავ ანექსიას შეწყვეტს. თითოეულ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი მცოცავი აგრესიის ფარგლებში ახორციელებს, მის წინააღმდეგ დასავლეთმა უნდა განიხილოს ეკონომიკური სანქციები და კიდევ უფრო გააძლიეროს. საჭიროა დიპლომატიური ზეწოლა და დიპლომატიური კორპუსის უფრო აქტიური მოქმედება, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

 

ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქმედებებზე გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიას ეს ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, შეამცირებს მაინც. ამის საუკეთესო საშუალებად ჩხიკვაძეც ეკონომიკურ სანქციებს ასახელებს.

 

„ამის აღმოფხვრის ერთგვარი საშუალება სანქციების გამკაცრებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნდა შეეხებოდეს უშუალოდ იმ ხალხს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. ვხედავთ, რომ დღესაც არცთუ ისე მარტივია ევროკავშირში კონსესუსის შექმნა, როდესაც უკრაინის საკითხის ჯერი დადგება. განცხადებებთან ერთად კონკრეტული ქმედებებიც უნდა იყოს და ამ კონკრეტული ქმედებების საუკეთესეო ვარიანტი ისევ საქნციების გამკაცრება და უკრაინის თემის მიბმა იქნება, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

 

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მოექცა.

 

წყარო: რეზონანსი





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up