როგორია საარსებო მინიმუმის შესაბამისობა ფასებთან

როგორია საარსებო მინიმუმის შესაბამისობა ფასებთან

access_time2021-01-24 11:30:17

საარსებო მინიმუმი მცირედით გაიზარდა, მაგრამ ვერც ამ პირობებში არის რეალობის ადეკვატური, რაზეც report.ge-თან აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს. მისი თქმით, რომ საარსებო მინიმუმის არაადეკვატური მაჩვენებელი ფასების ტენდენციას არათუ არ შეესაბამება, რადიკალურად აცდენილია. აქედან გამომდინარე, როგორც სილაგაძე აღნიშნავს, რეალური ან რეალურთან მიახლოებული საარსებო მინიმუმის დადგენისათვის საჭიროა გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რაც არსებულ მოდელს საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოვებს.


,,საარსებო მინიმუმი არაადეკვატურია, როგორ დავიჯეროთ, რომ შრომისუნარიან ადამიანს საკუთარი თავის რჩენა 192,5 ლარზე მეტი არ უჯდება? ასეთი სტატისტიკა რეალობასთან ახლოსაც არ არის. ალბათ, 2-ჯერ მეტი თუ არა, დაფიქსირებულ მონაცემს გაცილებით მეტი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი დღევანდელ სიტუაციაში, მაგრამ ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა. ცხადია, ეს არ არის საკმარისი, სულ მცირე, უნდა გვქონდეს სტრატეგია, რა პერიოდში როგორ გავზრდით საარსებო მინიმუმს, როდის რას მივაღწევთ. ეს გათვლა უნდა გაკეთდეს, მაგრამ არც გეგმაა და არც მცდელობა, რომ ვინმეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სურდეს ამ მიმართულებით. საარსებო მინიმუმის ზრდა რომ მოხდეს, ეკონომიკა უნდა განვითარდეს. ახლა პანდემიური ეკონომიკაა და სერიოზულ განვითარებაზე საუბარი ძნელია, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება, პირველ რიგში, ეროვნული ეკონომიკა უნდა განვითარდეს, რადიკალურად შემობრუნებაა საჭირო. პანდემიამ ყველა ქვეყანა ჩაახედა, რომ მოძებნონ საკუთარი რესურსი, რათა ზედმეტად არ იყვნენ ერთმანეთზე დამოკიდებული. სტრატეგიული გეგმაა შესამუშავებელი, მათ შორის, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, რადგან არსებული მაჩვენებელი ის თანხა, რითაც რეალურად სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის განმსაზღვრელად იყენებენ ანუ ეს არის არა ჩვეულებრივი, არამედ უკიდურესი სიღარიბის განმსაზღვრელი, რაც ყოვლად წარმოუდგენელია და ჩვენი ქვეყნის სიდუხჭირეზე მეტყველებს, - აცხადებს ავთო სილაგაძე.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.



დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.5 ლარზე დაფიქსირდა.


საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2.6 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.5 ლარს შეადგენს.


როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.


report.ge





რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up