საწვავის, ფარმაციის, ზეთის, წიწიბურას და პურის ბაზარი - როგორი კონკურენციაა სექტორებში?

საწვავის, ფარმაციის, ზეთის, წიწიბურას და პურის ბაზარი - როგორი კონკურენციაა სექტორებში?

access_time2021-04-30 16:00:56

სამწუხაროდ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველა ბაზარი, რომელიც შეიძლება, ცალკე აღებულ ბაზრად განიხილებოდეს, შევაფასოთ და დავადგინოთ კონკურენციის ინდექსი მზარდია თუ შემცირებული -  ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. 


მისივე თქმით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სიგარეტის, რითეილის, ბავშვთა კვების, პურ - პროდუქტების და ავტო დაზღვევის ბაზრების კვლევა დაასრულა. ზემოთ ჩამოთვლილ ბაზრებზე, კონკურენცია აქტიურ ფაზაშია და ის სააგენტოს მიერ პოზიტიურად შეფასდა.


„ვაგრძელებთ ორი ბაზრის - საწვავისა და ფარმაციის მონიტორინგს, ფარმაცია ზოგადად მაღალკონცენტრირებული ბაზარია, საბოლოო შედეგებს წლის ბოლოს გავასაჯაროვებთ, რაც  შეეხება საწვავს, მასზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ვაგრძელებთ მონიტორინგს. თუმცა ერთი რამე  შემიძლია ვთქვა, რომ იმპორტიორების რაოდენობა 2012 წლიდან 45- მდეა გაზრდილი, თუ  2012 წელს იყო რვა იმორტიორი კომპანია, დღეს გვყავს 45-ზე მეტი.  ბაზრის  კონცენტრაციის  მაჩვენებელი როგორც  იმპორტის, ასევე საცალო რეალიზაციის დონეზე შემცირებულია. თუ  2012 წელს  5 მსხვილი ქსელი არებობდა და ფასები  ერთი და  იგივე ტიპის  საწვავზე იდენტური  იყო, 2020 წელს 5 მსხვილი  ქსელის  წილი  მხოლოდ  56% -ია , დანარჩენები კი მცირე ქსელებია. ჩვენ  კვლევაში აღებული გვაქვს ყველაზე მოთხოვნადი  ბენზინი „რეგულარი“, რომლის ფასი სხვადასხვა ქსელში სხვადასხვაა, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს ფასის არჩევის საშუალება აქვს, ბაზარზე  ფასები კორექტირდება და მსოფლიო ტრენდს მიყვება. ამ ეტაპზე ბაზარზე  კონკურენციას  პოზიტიურად ვაფასებთ თუმცა მონიტორინგს მაინც ვაგრძელებთ. რაც ეხება იმპორტიორებს, მათი რაოდენობა 8-45-მდეა გაზრდილი, სხვათა შორის, 2019 წელს 65 იმპორტიორი კომპანია იყო, თუმცა დღგ-ს ცნობილი სკანდალის შემდეგ, რამდენიმე კომპანია ბაზრიდან გავიდა და წელს 45 იმპორტიორი გვყავს. 2015 წელთან  შედარებით 2020 წელს ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივ მაჩვენებლებს შორის  30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა, მართალია 5 მსხვილი ეკონომიკური  აგენტის  წილი ჯამში მაინც  56%  რჩება, თუმცა ეს  ინდექსი  გვაჩვენებს, რომ ამ ბაზარზე  არის  კონკურენცია და მომხმარებელს  რეალურად არჩევანი აქვს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


რაც შეეხება ზეთის და წიწიბურას ბაზარს ლექვინაძემ აღნიშნა, რომ პროდუქტებზე, რომელზეც აქტიური  მოხმარებაა და ფასების  დინამიკის  ცვლილება ზრდის მიმართულებით ხდება, კონკურენციის  საგენტო ყოველთვის შიდა ანალიზს აკეთებს. 


„ჩვენ ვფლობთ წინასწარ ინფორმაციას და თუ ვხედავთ, რომ ბაზარი  მაღალკონცენტრიებულია მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გადავიდეთ  მონიტორინგის  ეტაპზე. წინასწარი შეფასებებით, ზეთის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელს  75 -ზე მეტი იმპორტიორი კომპანია იყო და რომ  ავიღოთ პირველი სამეულის  ერთობლივი  წილი  ეს  მაჩვენებელი 35%-ის  ფარგლებში მერყეობდა. კონცენტრაციის  ინდექსით ეს  არის  დაბალკონცენტრირებული, რაც  ნიშნავს იმას, რომ გვყავს  6-7 მსხვილი მოთამაშე, დანარჩენები არიან წვრილი მოთამაშეები, თუმცა იმპორტის  ნაწილში კონკურენცია არსებობს.  2021 წელსაც  რომ  შევხედოთ აქ  დაახლოებით 29 იმპორტიორი  ფიქსირდება და პირველ  სამეულს  იგივე პროცენტული მაჩვენებლი  უჭირავს.  ამ  ეტაპზე ჩვენი დაკვირვება მოდის მსოფლიოს ბაზარზე,  იგივე  Fao- ს ინდექზე, რომელიც  აჩვენებს გლობალურ ტრენდს და  რომელსაც  ჩვენთა  ფასების ზრდის  პროცესი მიყვება, რაც  გვაძლევს იმის  თქმის საფუძველს რომ ეს არის  საბაზრო  ფაქტორებით გამოწვეული და არა  შიდა  არასაბაზრო  ფასების  შედეგი“, -  აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. 


ირაკლი ლექვინაძემ პურ-პროდუქტების ბაზარზე  არსებულ კონკურენციაზე და პურის ფასის ზრდაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კონკურენციის  სააგენტომ სამი დონის ბაზარი შეისწავლა  ესენია : 1.. ხორბლის ბაზარი; 2. ფქვილის წარმოების ბაზარი; 3. პურ პროდუქტების წარმოების ბაზარი. მისივე თქმით სამივე  დონის  ბაზარზე ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოწმდა და  ბევრი გამოკითხვა ჩატარდა თვითონ ბაზარზე  უშუალო მონაწილე კომპანიებთან.


„ისევე როგორც საწვავის შემთხვევაში, ასევე პურის თვითღოირებულებაში  ყველაზე დიდი წვლილი უჭირავს ხორბლის კომპონენტს.  ამიტომ პურის შემთხვევაში მსოფლიო ფასი არის ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც გარკვეული დროითი შუალედის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე აისახება, რა თქმა უნდა ადგილობრივ ბაზარზე  ლარის კურსის ცვლილება დამატებითი ფაქტორია იმისა, რომ შემდეგ თვითღირებულებაში მოხდეს ცვლილება. პურის შემთხვევაში მისი თვითღირებულების სტრუქტურა რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა ყველაზე დიდი წილი 70%-ზე მეტი ხორბალს უჭირავს, მაგრამ შემდეგ უკვე სხვა დანარჩენიც მოდის იქ  შრომა, გადასახადები, ლოჯისტიკა  დისტრიბუცია და ა.შ.  სხვა თანმდევი ფაქტორების გაძვირებაც ჯამში ყველაფერს ზრდის, მაგრამ მთავარი მაინც ძირითად  ნედლეულზე ისევე როგორც საწვავის  შემთხვევაში პურზეც მსოფლიო ფასის  გავლენაა“ -  აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


რაც  შეეხება ფარმაციას, ლექვინაძე ამბობს, რომ ფასების მოnიტორინგის მიხედვით ფასები გაზრდილია, რაშიც კურსის როლიც დიდია, მისივე თქმით ფარმაციის ბაზარი ძალიან რეგულირებადი ბაზარია და მასში  ძალიან ბევრი რეგულაცია არსებობს, დაწყებული კონკრეტული მედიკამენტის რეგისტრაციით, დამთავრებული სხვა საკითხით. ლექვინაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში  ფარმაციის ბაზარი  სხვა ქვეყნების შიდა ბაზრისგან ამ ფაქტორითაც განსხვავდება. 


„ჩვენი მეთოდოგლოგია არის შემდეგი, არ  ვიკვლევთ მხოლოდ  კომპანიის წილებს  ბაზარზე. ვიცით,  რომ  ამ ბაზარზე  რამდენიმე  მსხვილი მოთამაშეა და  ისინი ბაზრის  ძირითად  მიმართულებას წარმართევენ, ჩვენ ვიკვლევთ ყველაზე  მოთხოვნად  6 მედიკამენტის  ჯგუფზე ცალკეულ მიმართულებას. ანუ თითოეულ მიმართებაში როგორია  კომპანიის  პოზიციონირება, როგორია კონცენტრაციის ინდექსი და ა.შ. და აქედან გამომდინარე იქნება  ჩვენი დასკვნებიც და  რეკომენდაციებიც, რისთვისაც ვადა წლის ბოლომდე გვაქვს“,-  აღნიშნა  ირაკლი ლექვინაძემ.



თაკოკვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up