როგორია ფერადი შავი პარასკევი სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“?

როგორია ფერადი შავი პარასკევი სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“?

access_time2020-11-26 11:49:31

როდის უნდა შევიძინოთ სამშენებლო და სარემონტო მასალები? პასუხი მარტივია: მაშინ, როცა კარგი ხარისხის პროდუქტი ყველაზე ნაკლები ფასი ღირს. ასეთი დღე კი წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ბოლოს დგება. შავი პარასკევი - დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო ასე იცნობს, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვამ“ ფერადად აქცია და გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის საოცარ და სასიამოვნო ოთხ დღედ გადაექცია.


„შავი პარასკევისთვის დიდი ფასდაკლება, სურპრიზები და საჩუქრები ელის ჩვენს მომხარებელს, აღნიშნავს „ნოვას“ „PR-სა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო თურმანიძე. „ამიტომაც დავარქვით ამ დღეს ფერადი შავი პარასკევი. ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენს მეგაცენტრებში მოსულ ვიზიტორს ვთავაზობთ. მთავარი პირობა საჩუქრების მიღებისა გახლავთ თბილისსა და ბათუმში მეგაცენტრებში მობრძანება და ჩვენს თავგადასავალში აქტიური მონაწილეობა“, ამბობს ნინო თურმანიძე.
ფერად შავ პარასკევს „ნოვას“ ორივე მეგაცენტრში ფასდაკლებები 20%-დან დაიწყება და 60%-ს მიაღწევს. ხელსაწყოები, „ფავორის“, „ინგკოს“ ბრენდის პროდუქცია, ნაძვის ხეები და საახალწლო დეკორაციების ფართო ასორტიმენტი; კერამიკა, მეტლახი და გრანიტი, ლამინატი და საღებავები - ფასდაკლებები „ნოვას“ ცენტრებში წარმოდგენილ ყველა პროდუქტს შეეხება. მეგაცენტრები დილის 08:30სთ-დან საღამოს 08:30სთ-მდე სრული დატვირთვით იმუშავებენ.


რაც მთავარია, როგორც „ნოვას“ დაბადების დღეს“, ისე ამ დღეებშიც, მომხმარებელი მეგაცენტრებში დამალულ სხვადასხვა საჩუქარს აღმოაჩენს.
ამ ოთხი დღის მნიშვნელოვანი და მთავარი პრიზი კი, შავი ყუთი იქნება.




„თუ რა დევს შავ ყუთში ამას მომხმარებელი ადგილზე აღმოაჩენს, თუმცა ჩვენ, ჩვენი მხრივ აღვნიშნავთ, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი სიურპრიზები დახვდება“, ამბობს ნინო თურმანიძე.


განსაკუთრებული ფასდაკლებები შეეხება საქართველოში, „ნოვას“ მიერ ნაწარმოებ ქართულ პროდუქციასაც. მომხმარებელს, ვინც ამ პერიოდში გეგმავს მშენებლობას, ან იმარაგებს მასალებს, არაჩვეულებრივი შანსი ექნება საუკეთესო ფასად შეიძინოს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე სამშენებლო მასალები.


სამშენებლო და სარემონტო კომპანია „ნოვას“ ორივე მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში ფერადი შავი პარასკევის აღსანიშნად გელით. უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი, არაჩვეულებრივი ფასდაკლებები და, რაც მთავარია, დიდებული საახალწლო განწყობა ამ ოთხი გამორჩეული დღის თანმდევი იქნება.


(R)


თეგები:
„ნოვა“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up