2022 წლის სამხედრო სასოფლო-სამეურნეო სეზონის მთავარი „ხორბლის რეგიონი“ არის ოდესა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში, წინასწარი მონაცემებით, 18,1 მლნ ტონა ხორბლის მარცვალი მოიკრიფება, ხოლო საშუალო მოსავლიანობა მოსალოდნელია 4,14 ტ/ჰა დონეზე, წერს superagronom. ეს არის პროგნოზები უკრაინაში ხორბლის მოსავლის შესახებ, რომელიც Argus Media-ს ანალიტიკოსს ალექსეი ერემინის ეკუთვნის.
ექსპერტის თქმით, რუსეთი 24 თებერვალს რომ არ დასხმოდა თავს უკრაინას, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ხორბლის მოსავალი იქნებოდა ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ოდესის რეგიონებში. ახლა კი, ომის პირობებში, ყველაზე მეტი ხორბლის მოსავლის მიღება ოდესიდან იგეგმება. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რეგიონების წილი.
„არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინა შეძლებს მოსავლის აღებას ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებში. ჩვენი პროგნოზით, ხარკოვის რეგიონში მოსავლის აღების კამპანია უკრაინის კონტროლის ქვეშ ჩატარდება ხორბლის ფართობის მხოლოდ 50%-ზე“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ჰიპოთეტური პროგნოზით, წელს 6 მილიონ 730 ათასი ჰექტარი დათესილი ხორბლიდან, უკრაინის კონტროლის ქვეშ, „ხორბლის რთველის“ კამპანია მხოლოდ 4,4 მილიონ ჰექტარზე წარიმართება. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად უკრაინა არ აკონტროლებს, ხორბლის მოსავლის აღება შესაძლებელია 1,4 მილიონი ჰექტარი ფართობიდან. ამრიგად, კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მოსავლის მთლიანმა ფართობმა შესაძლოა 5,74 მლნ ჰექტარს მიაღწიოს.