როგორი იყო  2022 წელი  საავტომობილო  ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან

როგორი იყო 2022 წელი საავტომობილო ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან

access_time2022-12-05 15:10:11

„2022 წელს მეორეულ ავტომობილებზე ფასები 30-40% ით არის  გაზრდილი , რაც წლის ბოლომდე აღარ გაიზრდება, რადგან ავტომობილების ნაწილი კვლავ გზაშია“-  ამის  შესახებ  „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა. მისი  თქმით, სავარაუდოდ  მომავალ წელს ფასების 10-15% იანი ზრდა  იქნება.  რაც შეეხება მოთხოვნას, ნონიაძე ამბობს, რომ როდესაც ავტომობილებზე  ფასები იზრდება, მოთხოვნა მცირდება, თუმცა გამომდინარე  იქიდან, რომ ბაზარი გაჯერებული არ  არის,  მოთხოვნა იგივეა.


„მაგალითად, წლის დასაწყისში უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენ პრობლემები გვქონდა, მაგრამ მაისის  შემდეგ  პერიოდში  ბაზარი  წამოიწია და მატება  გვქონდა, გამომდინარე  იქიდან, რომ  უკრაინაში  ნადგურდება ყველაფერი, ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია, მოთხოვნაა სხვა  ქვეყნებშიც, ასევე  დაბრუნდა სომხეთის  ბაზარი, რომელიც  არა მხოლოდ  თავისი ბაზრისთვის,  არამედ რუსული ბაზრისთვისაც  ყიდულობს  ავტომობილებს, ჩვენი ბაზარია  რუსეთიც,  თუმცა არამდგრადია, ასევე  აქტიურობს ყირგიზეთი და  ყაზახეთიც.  რეექსპორტის მხრივ  პირველი ქვეყანა არის  აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის  უკრაინა, სომხეთი, რუსეთი,  ყაზახეთი და ყირგიზეთი. ესაა  ძირითად  ქვეყნები, სადაც ციფრებზე საუბარი შესაძლებელია“, - აღნიშნა  ალექსი  ნონიაძემ.


ალექსი  ნონიაძის  თქმით, საქართველოს  ბაზარი  მოთამაშეებისთვის  ღიაა და  ნებისმიერ  მეწარმეს  შეუძლია  შემოსვლა, კვლევამ  აჩვენა რომ 2019 წელს მოთამაშეების 30% - მა  ბაზარი  დატოვა.  ნონიაძის  თქმით ზუსტად აღრიცხული არ  არის, თუ  რამდენი  იმპორტიორია  საქართველოში, თუმცა  საქართველო  არის  ერთადერთი  ჰაბი, რომელიც  ფუნქციონირებს.


საქართველოს  ავტო იმპორტიორთა  ასოციაციას  პარლამენტში  შესატანად  მზად  აქვს  საკანონმდებლო  ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ  ავტო იმპორტიორს ჰქონდეს შესაძლებლობა, ავტონაწილების გამოყენების მიზნით  შემოყვანილი ავტომობილი, სატრანსპორტო საშუალების მსგავსად აღარ განაბაჟოს.



„ჩვენი ინიციატივა სწორედ იმას  ეყრდნობა ,  რომ იქიდან  შემოსული ავტომობილზე იმპორტიორმა უნდა გადაწყვიტოს  როგორ უნდა განაბაჟოს, იდეაში  სამართლიანია, რომ  თუ მე  მინდა ავტონაწილებად რატომ  უნდა განვაბაჟო ის  სატრანსპორტო  საშუალებად,  მე  ვცდილობ,  რომ  ის  გამოვიყენოთ მატერიალური  ფასეულობა  დანიშნულების  მიხედვით და გადავიხადო  იმ ტარიფით,  რისთვისაც  ეს  შემოვიყვანე“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.


ნონიაძემ  აღნიშნა, რომ სექტორი  ექსპორტის  მიმართულებით 2019 წლის მონაცემებს  დაუბრუნდა , თუმცა ეს გამოხატულია  თანხობრივ და  არა  რაოდენობრივ ავტომობილებში, რადგან ავტომობილების  ფასი  არის  გაზრდილი.

 

„ეს  საყურადღებოა  იმით, რომ თუ  ჩვენ  წინა  წლებში  გვქონდა  10-15%  იანი  საშუალო  მოგების  მარჟა, ახლა ეს  მარჟა  სადღაც 5%-ია, გამოდის  ის,  რომ  საფინანსო  ბრუნვა  დარგში  იზრდება, მაგრამ მოგება  მცირდება, თუ  ამას  ეკონომიკურ  ფინანსურ  მაჩვენებლებში  გადავიყვანთ,  ზრდა  გვაქვს, მაგრამ რაოდენობრივად  ზრდა  არ  გვაქვს.


ფასების  ზრდამ მსოფლიოში მოგების  მარჟების  შემცირება  გამოიწვია, მსოფლიოში  არის  ინფლაცია,  საქართველოშიც  გვაქვს  ინფლაცია, ამას  დაემატა  მიწოდების  ჯაჭვების პრობლემა და ბოლო  პერიოდში  ბათუმის  პორტში  კრიზისი,  რადგან  ტვირთი  შემოდის  დიდი რაოდენობით და გადამუშავებას ვერ  ახერხებს და  იმპორტიორებს  ჯარიმები  ეწერებათ“, - ანიშნა  ალექსი  ნონიაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up