როგორი უნდა იყოს თქვენი აგვისტო თუ ავტომობილი თქვენი მეგობარია - „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის ბოლო შემოთავაზებები

როგორი უნდა იყოს თქვენი აგვისტო თუ ავტომობილი თქვენი მეგობარია - „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის ბოლო შემოთავაზებები

access_time2021-08-17 17:15:32

თუ თქვენი ავტომობილისთვის ჯერ კიდევ ვერ მოიცალეთ, ახლა ამისათვის საუკეთესო მომენტია.

 

აგვისტო შვებულებების პერიოდია. ადამიანების უმეტესობა სწორედ ახლა მიდის დასასვენებლად. ავტომობილსაც ზუსტად ამ დროს, ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეში და მით უმეტეს, შორ გზაზე წასვლის წინ სჭირდება შემოწმება და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის ჩატარება. ნებისმიერმა მძღოლმა იცის, რომ სანამ ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრება, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი გამართულია, და ყველაფერი წესრიგში აქვს. დაგეგმილი სერვისის ჩატარებაც (ძრავის ზეთის შეცვლა, ფილტრების შეცვლა, გაგრილების სისტემის მოწესრიგება, კონდიციონერის სისტემის გამართვა და ა.შ.) სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული. ამასთან, ზუსტად აგვისტოშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილს კარგი ზაფხულის საბურავები ეყენოს.

 

ერთი სიტყვით, წელიწადის ამ ყველაზე ცხელ დროს, მძღოლმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს და თუკი ამისათვის დღემდე ვერ მოიცალეთ, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო, რადგან „თეგეტა მოტორსში“ ზაფხულის მთავარი აქციები დაიწყო - თანაც, ყველა ერთად.

 

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებებით თქვენს ავტომობილს მარტივად და სხვა პერიოდებთან შედარებით, კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად გამართავთ და ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ იმგზავრებთ. აგვისტოს თვეში, სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ყველა სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, პარასკევს, შაბათს და კვირას კი - არსებულ ფასდაკლებასთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტებზე გაორმაგებული ფასდაკლება იმოქმედებს (თეგეტა მოტორსის ბარათის ტიპის მიხედვით). გარდა ამისა, 16  აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება იქნება Motul-ის მარკის  უმაღლესი ხარისხის ზეთებზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან აქციებსა და ფასდაკლებებს:

 

არ დაგავიწყდეთ სალონის ფილტრი!

 

ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში მძღოლი ყველაზე ხშირად იყენებს კონდიციონერს და ამ საკმაოდ ფაქიზ და კარგად მოსავლელ სისტემას ყველაზე დიდ დატვირთვებზე ამუშავებს. იმისათვის, რომ კონდიციონერმა ავტომობილის ინტერიერი იდეალურად გააგრილოს და რესურსის მაქსიმუმი გამოიყენოს, აუცილებელია, რომ სალონის ფილტრი იყოს ახალი. ეს ისეთი დეტალია, რომელიც მძღოლებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე - არადა, სალონის ფილტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კონდიციონერის გამართული მუშაობისთვის, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძღოლმა და მგზავრებმა სუფთა, გაფილტრული ჰაერი ისუნთქონ.

 

თეგეტა მოტორსი აგვისტოს ბოლომდე სალონისა და ჰაერის ფილტრების სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

 

 

კარგი ზაფხულის საბურავი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია

 

აგვისტო ზაფხულის სეზონის ყველაზე ცხელი თვეა და მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის სწორედ ამ დროსაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილს ხარისხიანი და ახალი ზაფხულის საბურავები ეყენოს. გახსოვდეთ: ზაფხულის საბურავი სწორედ ამ დროს ავლენს შესაძლებლობების მაქსიმუმს სამუხრუჭე მანძილის მინიმუმამდე შემცირებისა და ცხელ ასფალტზე მაქსიმალური მოჭიდების თვალსაზრისით.


 

თქვენი უსაფრთხოებისთვის, „თეგეტა“ ზაფხულის საბურავებს აგვისტოში 79-ლარიდან გთავაზობთ. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით, Riken-ის საბურავის შეძენისას დისკის ზომის მიხედვით მიიღებთ ფასდაკლებას. მარტივად რომ ვთქვათ: რა ზომის დისკიც აქვს თქვენს ავტომობილს, იმდენ პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძენთ საბურავს.

 

გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ Riken-ისა და Laufenn-ის შერჩეული საბურავებიც სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის: Honda Fit - 175/65 R14 – 105 ლარი; Toyota Prius - 195/65 R15 – 119 ლარი. (აქციის სპეციალურ ფასში არ შედის საბურავის შეცვლის სერვისის ღირებულება - ნათიკა, ეს მგონი ზედმეტია სტატიაში) 

 

ფასდაკლება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებზე

 

შესაძლოა, ბევრმა მძღოლმა არ იცოდეს, რომ აკუმულატორისთვის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად მხოლოდ ზამთარი კი არა, ზაფხულის სეზონიც მიიჩნევა, განსაკუთრებით კი აგვისტო. სწორედ ამ დროს შეიძლება იჩინოს თავი ნებისმიერმა სისუსტემ.

 

„თეგეტა მოტორსი“ აგვისტოში პრემიუმ ბრენდის Varta-ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. დამატებით კი, „თეგეტაში“ ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებთ. ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორების უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისითაც.

 

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ენერგიის წყაროა. ის მანქანას ენერგიას აწვდის მაშინ, როდესაც ძრავა გამორთულია, პირველ რიგში კი ძრავის ამუშავებაზე, ავტომობილის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. აკუმულატორის რესურსი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით, 3-დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული იყოს ავტომობილი, რათა გამოირიცხოს დენის ე.წ. დაკარგვა და ახალმა აკუმულატორმა სრულფასოვნად იმუშაოს.

 

უსასრულო გარანტია საბურავებზე, აკუმულატორებსა და ხუნდებზე

 

მომხმარებელი „თეგეტა მოტორსში“ სხვადასხვა პროდუქტებზე უსასრულო გარანტიას მიიღებს, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა.  

 

უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე. უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას!

 

მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერ სერვისზე

 

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

 

ამ შემოთავაზებების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა თეგეტას ონლაინ მაღაზიაში tegetashop.ge -ზე და დისტანციური გაყიდვების ცენტრის საშუალებით (032) 226 44 44 შეგიძლიათ, სადაც სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებებიც დაგხვდებათ, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ მიიღოთ, ხოლო თბილისში კი ისარგებლოთ ექსპრეს მიტანის სერვისითაც.

 

დაბოლოს: თუ ფიქრობთ, რომ ავტომობილის შესამოწმებლად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, „თეგეტა მოტორსს“ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მომსახურება „კომფორტი“, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.

 

„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up