როგორი უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმი - ,,საქსტატი“ მეთოდოლოგიას ცვლის

როგორი უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმი - ,,საქსტატი“ მეთოდოლოგიას ცვლის

access_time2022-02-18 10:00:29

ფაქტს, რომ სტატისტიკა და რეალობა ერთმანეთს დასცილდა, ,,საქსტატიც“ ადასტურებს. უწყების ხელმძღვანელმა სულ ცოტა ხნის წინ მოსალოდნელი ცვლილები დააანონსა, რასაც ექსპერტულ წრეშიც ეხმაურებიან. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ საუბრობს, თუ როგორ განსხვავდება საქართველოში საარსებო მინიმუმისა და სიღარიბის მდგენელი განვითარებული ქვეყნების  სტანდარტისგან და რა ცვლილება შეიძლება გატარდეს ახალ მეთოდოლოგიაზე გადასასვლელად.


,,არსებული სტატისტიკური მონაცემები არ შეესაბამებიან და არ იძლევიან ოპტიმისტური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ამიტომ ცვლილების დროა. მახსენდება შუა საუკუნეების დროინდელი შავი იუმორი: ,,საუკეთესო წამალი ქერტლისაგან გილიოტინაა“.  იმედია, ახალი ინდიკატორი მოგვცემს  შესაძლებლობას, რომ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ სიღარიბის ფაქტობრივი დონე და პროფილი. ბოლო წლების მანძილზე შინაარსობრივად ეტიმოლოგიურად სიღარიბის ზღვარი და საარსებო მინიმუმი ერთმანეთს ძალიან დასცილდა. როდესაც საარსებო მინიმუმი არის, ვთქვათ, 200 ლარი, მაგრამ ადამიანს აქვს ოდნავ მეტი, არ ნიშნავს, რომ მან დაძლია სიღარიბე. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს არა არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტების ღირებულებების ნაკრების  მაჩვენებელი, არამედ როდის ხდება გადასვლა ერთი თვისობრიობიდან მეორეში, ანუ სად გადის ზღვარი, რომელიც ღარიბ ადამიანს არაღარიბისგან გამოყოფს“, - ამბობს არჩვაძე და დასძენს საერთაშორისო გამოცდილებაზეც, კერძოდ, აშშ-ის მაგალითზე, სადაც მეთოდოლოგია  ქართული სტანდარტისგან რადიკალურად განსხვავებულია.


,,განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში ოთხსულიან ოჯახზე სიღარიბის ზღვარი შეადგენს თითქმის  25 000 დოლარს წელიწადში ანუ თვეში 2000 დოლარზე მეტს. თუ ავიღებთ თანაფარდობას ფასების მიხედვით, სხვაობა 7-8%-ის დონეზეა. ფასების განსხვავების დონის მიხედვითაც რომ ვიანგარიშოთ, სხვაობა 5-ჯერადია. ჩვენ თუ გვინდა, რომ საარსებო მინიმუმის რეალური შინაარსი გავიგოთ და იდენტური ცნება სიღარიბის ზღვრის ეკვივალენტური იყოს, აუცილებელია, რომ ეს მაჩვენებელი 5-ჯერ მაინც გაიზარდოს. ახლა თუ ვთვლით, რომ საარსებო მინიმუმი არის შრომისუნარიან მამაკაცზე, პირობითად, თვეში 200 ლარი, სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელი არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით უნდა იყოს. რა სტანდარტს შეიმუშავებენ და რას დადებენ, ეს უკვე ,,საქსტატის“ და საერთაშორისო კონსულტანტების ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას მიღებული“, - აცხადებს სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“.



ამდენად, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, საარსებო მინიმუმის ან სიღარიბის მონაცემების ახლებურად დადგენა და ცვლილება ციფრებში მოსახლეობის რეალურ მდგომარეობას ვერ შეცვლის, მაგრამ მოგვაწვდის ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც იქნება ორიენტირი და მთავრობას დაეხმარება  სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება–გატარებაში.


ცნობისთვის, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საარსებო მინიმუმის ინდიკატორი უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან ის ძველი გადმონაშთია.


მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გაანგარიშება საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, გარდა საარსებო მინიმუმისა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up