როგორი უნდა იყოს ფინანსური დირექტორი?

როგორი უნდა იყოს ფინანსური დირექტორი?

access_time2021-05-06 12:16:10

ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ცხადდება ფინანსურ მენეჯერსა და ფინანსურ დირექტორზე ვაკანსიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროფესიაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა საინტერესოა, რამდენად კარგად აქვთ დამქირავებელ კომპანიებს ფინანსისტის ფუნქცია-მოვალეობები გააზრებული და რამდენად აძლევენ მათ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას?



რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს CFO, ანუ როგორც ვუწოდებთ ხოლმე - ფინანსური დირექტორი?



სამწუხაროდ, ქართულ ბიზნეს გარემოში ფინანსისტის რეალური ფუნქცია-მოვალეობა დამახინჯებულია, ფინანსისტი, ხშირ შემთხვევაში,მხოლოდ რეპორტინგის სპეციალისტი ჰგონიათ ხოლმე, ანუ თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ფინანსურ თუ სხვა სახის ანგარიშგებას ამზადებს და წარუდგენს დაინტერესებულ მხარეს, უფრო მეტიც, ფინანსისტებს სთხოვენ მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და არა მის გააზრებასა და დასკვნების გამოტანას. აქედან გამომდინარე, იშვიათად შეხვდებით კომპანიებს, რომელთაც ნამდვილი ფინანსური დირექტორი ჰყავთ მენეჯმენტში. გარდა ამისა, ცუდი ფაქტი ისიც არის, რომ ფინანსისტი ასეთ გარემოს ეჩვევა, ანუ გარემოს სადაც მოთხოვნა მხოლოდ ვიწროსპეციალიზირებულ საქმიანობაზეა და ვერ ვითარდება შესაბამისად. საქართველოში ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული აღმასრულებელ დირექტორს - CEO-ს, მათ შორის ფინანსური დეპარტამენტის მართვაც, რაც არასწორია, მათ უმრავლესობას ჰგონია, რომ მაღალანაზღაურებადი CFO არის ვალდებულება კომპანიისთვის და არა აქტივი, რასაც არ ვეთანხმები.



ზოგადად, CFO-ს ყველაზე ღირებული უნარი გარკვეულ დაშვებებზე დაფუძნებული მომავლის სწორი ხედვაა. დაშვებები ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს სანდო სტატისტიკაზე დამყარებული და მაქსიმალურად ამცირებდეს განუსაზღვრელობებს. სტატისტიკა და სხვადასხვა ფინანსური მონაცემი კი სწორ წაკითხვასა და ანალიზს მოითხოვს
- განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.



რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს CFO-ს?




CFO ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ბიზნესში, იმ ინდუსტრიაში, სადაც მუშაობს. ფინანსისტი მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით ვერ გააკეთებს სწორ პროგნოზს და ვერ მიიღებს ეფექტურ გადაწყვეტილებას, თუ არ შეისწავლა ინდუსტრია და კონკურენტები, არ გაეცნო ბიზნეს სიახლეებს, არ გაითვალისწინა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სხვა.
ბუნებრივია, CFO-მ უნდა მიიღოს შესაბამისი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს მიმართულებით. გარდა ამისა, უწყვეტად უნდა ცდილობდეს ცოდნის გაღრმავებას, ესწრებოდეს ღონისძიებებს, ვებინარებს, ტრენინგებს, გაზარდოს ნეთვორქინგი, ჰქონდეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან კომუნიკაცია, რაც არსებითად დაეხმარება შესაძლებლობების ანალიზში.
CFO-ს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის ძლიერი უნარები, რადგან სწორედ მას აქვს ინვესტორებთან და დაინტერესებულ სხვა მხარესთან პირდაპირი და ხშირი კომუნიკაცია, უნდა მოახერხოს მათთვის სწორი მესიჯების გადაცემა და ნათლად ახსნას კომპანიის წარსული მდგომარეობა, აწმყო და სამომავლო სტრატეგია, მის მიერ გაკეთებული დაშვებები, გამოიკვლიოს კომპანიის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები. უფრო მოკლედ, CFO-მ თუ კარგად იცის წარსული, შეუძლია აწმყოს კონტროლიც, ეს უკანასკნელი კი მომავლის სწორ დაგეგმვაში დაეხმარება. საფუძვლიანი ისტორიული ერუდიცია და თანადროული ვითარების ღრმა და ამომწურავი ცოდნა - ეს არის ორი ძირითადი ქვაკუთხედი.



დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის ბუღალტრული,ფინანსური თუ მენეჯმენტ სოფტების დანერგვით შესაძლებელი ხდება მნიშვნელოვანი დროის გამოთავისუფლება, რაც ახალი შესაძლებლობების ძიებასა და კონკურენტი კომპანიების შესწავლას უნდა ეთმობოდეს.
ფინანსურ მენეჯმენტში ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილება, CFO იშვიათ შემთხვევაში იქნება შემდგარი პროფესიონალი, თუ მას სხვადასხვა სექტორში არ აქვს ნამუშევარი და არ იცნობს ზოგად ბიზნეს გარემოს და მის მახასიათებლებს, ამ ყველაფერს კი ერთი და ორი წელიწადი არ ჰყოფნის. CFO, გარკვეულწილად უნდა იყოს ანტერპრენერიც, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, CFO უნდა იყოს ანტერპრენერი ფინანსური განათლებით.



CFO-ს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი ძირითადი მიზანი კომპანიის მესაკუთრეების სიმდიდრის/კეთილდღეობის ზრდაა
- მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი.



Kudos Georgia-ს შესახებ



ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში.
„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.



კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.


NS




თეგები:
Kudos Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up