„როგორი თვითკმარიც გავხადეთ ყურძენი, ასევე თვითკმარი უნდა გავხადოთ სხვა ხილიც“ - როგორი იქნება ატმის სეზონი კახეთში მინისტრის მოადგილის პასუხები კომერსანტზე

„როგორი თვითკმარიც გავხადეთ ყურძენი, ასევე თვითკმარი უნდა გავხადოთ სხვა ხილიც“ - როგორი იქნება ატმის სეზონი კახეთში მინისტრის მოადგილის პასუხები კომერსანტზე

access_time2019-06-12 12:00:37


ბევრს ახსოვს წლების წინ დამპალი, ნაგავსაყრელებზე გადაყრილი, წყალს გატანებული ტონობით ატამი, აღშფოტებული მოსახლეობა და დაბნეული ხელისუფლება — რომელსაც პასუხიც არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინათ მოსავალისთვის, რომლის ვერც რეალიზაციას და ვერც გადამამუშავებელ საწარმოებში ჩაბარებას ვერ ახერხებდნენ.


როგორ ემზადება ხელისუფლება ატმის სეზონისთვის, რა მოლოდინებია მოსავალთან დაკავშირებით და სად იგეგმება ხილის რეალიზაცია, რაც ადგილობრივებისთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო — ამ თემებზე „კომერსანტთან“ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საუბრობს.


სოლომონ პავლიაშვილის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით უკვე შექმნილია შტაბი, ამ შტაბში შესულები არიან როგორც რეგიონალური, ასევე სამინისტროს სამსახურის წარმომადგენლები. შტაბი ახდენს კომუნიკაციას ფერმერებთან, სამაცივრე მეურნეობებთან, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებთან და ექსპორტიორებთან, ვისაც ატამი და ვაშლატამა საზღვარგარეთ გააქვთ.


„როგორც გასულ წელს, წელსაც მოხდება ერთიანი ფანჯრის პრინციპის გამოყენება. ანუ გურჯაანში, კერძოდ სოფელ ჩუმლაყთან, სადაც შეიკრიბება სარეალიზაციოდ მოსავალი, საბაჟოც იქნება და ფიტოსანიტარიაც. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს შტაბის ტერიტორია უკეთესად მოეწყობა, როგორც სველი წერტილებით, ასევე ნაგავსაყრელი ადგილებით, რომ გამყიდველს და მყიდველსაც ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები“- აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.


როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, წელს სავარაუდოდ 37-ათასიდან 40 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად იმის თქმა, თუ რა იქნება ატმის ფასი, ძნელი სათქმელია, რადგან ეს დამოკიდებულია მის ხარისხზე.



„რაც შეეხება ფასს, ძნელია ამ ეტაპზე წინასწარ ისაუბრო ღირებულებაზე. გასულ წელს ატამს და ვაშლატამას ძალიან კარგი ფასი ჰქონდა - ღირდა 1 ლარი, 1,20 ლარი, მერე გაძვირდა და 1,70- ამდე ავიდა, ხარისხს გააჩნია. შარშან ხილის დეფიციტი იქმნებოდა — 3 საათში უკვე გასაყიდი ხილი აღარ იყო. ვვარაუდობთ, რომ წელს 37-ათასიდან 40 ათას ტონამდე ატამი უნდა მივიღოთ. აქედან ექსპორტზე სავარაუდოდ გავა 13-14 ათასი ტონა, დანარჩენი წავა შინა მოხმარებაზე. „კულა“ და „აჩინებულის“ ქარხანა, რომელიც თელავში მდებარეობს, მზად არიან მიიღონ და გადაამუშაონ არასტანდარტული პროდუქტი, მაგალითად რომელიც სეტყვის შედეგად დაზიანდა“.


სოლომონ პავლიაშვილი თქმით, წელს მნიშვნელოვანია ისიც, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, ატამს და ვაშლატამს 2 სამაცივრე მეურნეობის ნაცვლად, 9 ობიექტი ჩაიბარეს.



„მოგეხსენებათ, ატამი მალფუჭებადი ხილია. სამაცივრე მეურნეობებში მას გარკვეული დოზით ყინავენ და ამის შემდეგ გადის ექსპორტზე. თითოეულ მაცივარში 1000 ტონა პროდუქტის შეტანა შეიძლება, ასე რომ სამაცივრე მეურნეობების განვითარება კახეთში ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც სახელმწიფომაც მიიღო მონაწილეობა. “


ქართული ატმის და ვაშლატმის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ.


„ ატმის ექსპორტზე გატანის დიდი მოთხოვნა იყო შარშან და ვიმედოვნებთ, რომ წელსაც დაინტერესება გაიზრდება. იმის გამო, რომ ატამი მალფუჭებადია, წელსაც ვეცდებით, რომ პროდუქტი საბაჟოზე რიგის გარეშე გავიდეს. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი. ქართული ატამი ევროპის ქვეყნებზე ამ ეტაპზე არ გადის, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. როგორც ღვინოში მოვახდინეთ დივერსიფიცირება , ასევე გვინდა ხილის სფეროშიც ვიმუშაოთ და როგორი თვითკმარიც გავხადეთ ყურძენი, ასევე თვითკმარი უნდა გავხადოთ სხვა ხილიც,“ - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.


მარიამ მორგოშია







პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 


მსგავსი სიახლეები

up