როგორი იყო 2021 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი და რას უნდა ველოდოთ 2022 წელს - ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის შეფასება

როგორი იყო 2021 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი და რას უნდა ველოდოთ 2022 წელს - ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის შეფასება

access_time2022-01-03 10:00:52

როგორი იყო 2021 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი და რას უნდა ველოდოთ 2022 წელს — ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში Galt & Taggart - ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს, მაშინ როდესაც  პანდემიამ ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა, ის 6.8 %-ით შემცირდა, რაშიც გარკვეული როლი ლოკდაუნმაც ითამაშა. 


“როდესაც 2021 წელს შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, მას დაგროვილი მოთხოვნის მოქმედებაში მოყვანა მოჰყვა, რის გამოც  მეორე კვარტლიდან ეკონომიკამ 28.9%-მდე ზრდა დაიწყო, მესამე კვარტალში ეკონომიკა 9,1%-ით გაიზარდა და  10 თვის მონაცემით  გვაქვს  10,5 %-იანი  ზრდა.


თუ შევხედავთ  ნოემბერ-დეკემბერს და გავითვალისწინებთ გასული წლის კლებას, რომელიც დაახლოებით 8%-მდე იყო მოსალოდნელია, რომ ორნიშნა ზრდის ტემპი უნდა იყოს როგორც ნოემბერში, ისე  დეკემბერში, ეს  კი საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივ  მონაცემებზე დაყრდნობით და ჩვენი პროგნოზით,  ვივარაუდოთ ეკონომიკური ზრდა 10,5%-ის ფარგლებში. თუმცა, ამავე დროს,  ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა,  ეს არის მაღალი ინფლაცია, რომელმაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, მოსალოდნელია რომ 2021  წლის დეკემბერში  ინფლაცია დაახლოებით 13.9%-ის ფარგლებში იყოს, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია თუ იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით  პერიოდს შევხედავთ დაახლოებით 9,6%-ის ფარგლებში არის მოსალოდნელი. ინფლაციაზე მოქმედებდა რამდენიმე  ფაქტორი, მათ შორის აღსანიშნავია  საგარეო  ფაქტორები, თუმცა ასევე  არ  უნდა დაგვავიწყდეს შიდა  ფაქტორები, რომელიც  უმეტესწილად ლარის  კურსიდან მომდინარეობს“- აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ. 


ლაშა ქავთარაძის თქმით 2022 წელს მოსალოდნელია დაახლოებით 5,0%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაშიც დიდ წვლილს  ტურიზმის სექტორის აღდგენა შეიტანს.  მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორი 2021 წელს მნიშვნელოვნად ამოძრავდა, ის პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს მაინც ჩამოუვარდება. 


“11 თვის  მონაცემებით  ტურიზმის სექტორი დაახლოებით 37%-მდე არის   აღდგენილი. ჩვენი პროგნოზია, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორი 2019 წლის მაჩვენებლის 80-85%-ის ფარგლებში აღდგება. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იყოს.



თუ შევხედავთ ტურისტულ ნაკადებს და შემოსავლებს, დავინახავთ, რომ შემოსავლები უფრო სწრაფად უბრუნდება ძველ მაჩვენებელს, ვიდრე ტურისტული ნაკადები, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ 2021 წელს ერთი ტურისტის მიერ დახარჯული თანხა დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი 2019 წლის დონესთან შედარებით.


ტურიზმის ნაკადების და ტურისტებისგან შემოსული თანხების ზრდა ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად შევძლებთ პანდემიის  მოთოკვას. თუ ჩვენ გვექნება ის სიტუაცია, რომ 2022 წელს დღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებს წაახალისებს.“ -  აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.


ლაშა ქავთარაძემ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 30%-მდე არის აღდგენილი, რასაც დანარჩენი ქვეყნები, განსაკუთრებით აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მისივე თქმით გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტით შემოდიან, რაც მთლიანი ტურისტული ნაკადის 75% - ს შეადგენს. 



 “უნდა ვივარაუდოთ,  რომ რაც უფრო  მალე  იქნება  პანდემია  მოთოკილი,  მით  უფრო სწრაფი  იქნება მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების  შემოსვლა.  რეალისტურია  რომ ტურისტული ნაკადები დაახლოებით 80%-85%-ის  ფარგლებში  იყოს  აღდგენილი, რაც  თანხაში  2.7 მლრდ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, 2019 წელს ტურიზმის სექტორიდან ჩვენი შემოსავალი 3.3 მილიარდი დოლარი იყო. 


მართალია ისიც, რომ ვაქცინაციის ტემპი არ არის ისეთივე  სახარბიელო როგორიც უნდა ყოფილიყო და ჩამორჩება იმ დონეს, რომელიც პროგრამით გვქონდა დამტკიცებული. დღეს მოსახლეობის 60%-ის ნაცვლად გვყავს 40% აცრილი, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი და გააჩნიათ იმუნიტეტი, გარდა ამისა არის მოლოდინი, რომ “ომიკრონი“ ყველა სხვა დანარჩენ შტამზე უფრო სუსტი აღმოჩნდება, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეს იქნება პანდემიის  დასასრულის დასაწყისი.



ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის როლი გააქტიურდამ მაგალითად აქამდე საპენსიო ასაკის ადამიანების აცრისთვის გამოიყო ფულადი სასხრები, რამაც ძალიან კარგად იმუშავა დადაახლოებით 100,000-ზე მეტი პენსიონერი აიცრა, ახლა კიდევ შეამცირეს ეს ასაკობრივი ზღვარი და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას რომ თებერვლისთვის მოსახლეობის 50% გვეყოლება აცრილი. “ -  აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.



რაც  შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ქავთარაძე ამბობს, რომ 2022 წლის მარტიდან მოსალოდნელია ინფლაციის ზრდის ტემპის შენელება, უფრო მეტად კი წლის მეორე ნახევრიდან მაღალი ბაზის გამო, რაზეც გავლენა ექნება სხვა ფაქტორებსაც.  


“გასათვალისწინებელია ის, რომ  საერთაშორისო ბაზრებზე  მოსალოდნელია ფასების კლება. ჩვენ ვხედავ,  რომ ნავთობის ფასები ოქტომბერ - ნოემბრის  შუა  რიცხვებში  მნიშვნელოვნად  იყო გაზრდილი, თუმცა ვირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენისთანავე  ნავთობის  ფასები მნიშვნელოვნად  შემცირდა. გარდა ამისა,  იყო  განცხადებები იმასთან დაკავშირებით,  რომ განვითარებული  ქვეყნები ნათობის თავიანთ რეზერვებს გამოიყენებენ, რათა არ მოხდეს ნავთობის ფასის სწრაფი ზრდა. ასევე, ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებაზე იმოქმედებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სტაბილური კურსი და ბიუჯეტის დეფიციტის თანდათანობით შემცირება და რაც მთავარია მაღალი ბაზა. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია  ვთქვათ,  რომ არის  ფაქტორები  რომელიც  ინფლაციაზე პოზიტიურად იმუშავებს.   



ლარს  აქვს  პოტენციალი  იმისა, რომ  გამყარების  მიმართულებით  წავიდეს,  ეს  დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად  სწრაფად  აღდგება  ტურიზმის სექტორი. მართალია გლობალურად  მოსალოდნელია, რომ დოლარი  გამყარდება იქიდან  გამომდინარე, რომ მოლოდინია ფედერალური  სარეზერვო  სისტემა 2022 წლისთვის მონეტარული  პოლიტიკის დაახლოებით 0,9 %-ული პუნქტით  გამკაცრებას. თუმცა,  თუ  ამ ეფექტს  ტურიზმიდან მიღებული ნაკადის ეფექტი  გადაწონის  ლარის  კურსის  სტაბილურობა უფრო მეტად  არის მოსალოდნელი“ -  აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ. 




თაკო კვაჭანტირაძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up