როგორი იყო 2020 წელი აუდიტორული კომპანია გრანთ თორნთონისთვის და რა გეგმები აქვს 2021 წელს

როგორი იყო 2020 წელი აუდიტორული კომპანია გრანთ თორნთონისთვის და რა გეგმები აქვს 2021 წელს

access_time2020-12-28 15:00:19

რადიო “კომერსანტის“ გადაცემა „ჩემი აუდიტორ“ -ში კომპანია გრანთ თორნთონის პარტნიორმა პაატა შურღაიამ 2020 წელი შეაჯამა და აუდიტორულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, კომპანია გრანთ თორნთონის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისუბრა.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა როგორც გლობალური ასევე საქართველოში არსებული კრიზისის ფონზე შევაფასოთ.


ლოგიკურია, რომ ეს გავლენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, სადაცპანდემიამ იფეთქა, მძლავრად აისახა.


თუმცა იყო რეგიონები, იურისდიქციები სადაც ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვქონდა. საანგარიშო პერიოდში შედეგები იყო კარგი, პანდემიის პერიოდში პროგრამა მინიმუმი შესრულდა, მე ვიტყოდი, რომ პროგრამა უფრო მეტადაც შევასრულეთ და თუ არ გავითვალისწინებთ კურსის ცვალებადობას, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვა ვალუტა მოქმედებს, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჩვენ გვქონდა წმინდა ნეტო ზრდა, რომელმაც მიმდინარე პერიოდის განმავლობაში 0,6% შეადგინა, ხოლო თუ ვალუტის კურსსაც გავითვალისწინებთ ე.წ. მუდმივ კურსს, ზრდა გაცილებით მეტი - 1,6% იყო.“ - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


კითხვაზე თუ რამ განაპირობა პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში ზრდის 10%-ზე მაღალი მაჩვენებელი, პაატა შურღაიამ უპასუხა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის პერიოდზე იყო შედარებული, მისივე განცხადებით გარდა ამისა, ზრდის მიზეზი შესაძლეოა ქსელში ახალი წევრების მიღება ან უბრალოდ საქმიანობის მასშტაბების გაზრდა ყოფილიყო.


მთლიანობაში ვერ ვიტყვი, რომ ზრდა მხოლოდ ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც საქართველოში, ისე მთლიანობაში ქსელი ორგანულად გაიზარდა. - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


კომპანია გრანთ თორნთონი 143 ქვეყანაშია წარმოდგენილი, კითხვაზე არის თუ არა გეგმა ახალი ბაზრების ათვისებისთვის პაატა შურღაია პასუხობს, რომ გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრობა გარკვეულ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს. მისივე განმარტებით ამ კრიტერიუმების გაშლა ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი, თუმცა ერთ-ერთი ასეთი არის ფირმების ხარისხი და სტრატეგიული ბაზრები, აქედან გამომდინარე ქსელში ახალი ქვეყნის მიღება გლობალურ დონეზე წყდება.


პაატა შურღაის განმარტებით ბრენდი, წარმოდგენილია, როგორც საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში, ასევე მთლიანად დსთ-ს რეგიონის მასშტაბით.


კითხვაზე თუ როგორ გაართვა თავი გრანთ თორნთონ საქართველომ 2020 წლის გამოწვევებს, რა იყო მათი მთავარი გამოწვევა და რა გეგმები აქვთ 2021 წელს, პაატა შურღაიამ უპასუხა, რომ ოფისი საქართველოში ჯერჯერობით წლის შეჯამების პროცესშია, თუმცა აღნიშნავს, რომ გრანთ თორნთონ საქართველო სულ მცირე იგივე კონდიციაში იქნება, როგორც იყო წინა - 2019 წელს.


„რაც შეეხება გეგმებს, ის გეგმები რაც ჩვენ 2020 წლისთვის გქვონდა, შეიცვალა, რადგან საქართთველოში პანდემია მარტის პერიოდიდან დაიწყო, თუმცა თუ გლობალურ ბაზრებს შევხედავთ იქ პანდემია იანვარ-თებერვალში გამოჩნდა.


შესაბამისად რთულია, იმაზე საუბარი თუ როგორი იქნება 2021 წელი, ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორი იქნება ეკონომიკური გარემო და მაკროეკონომიკური პარამეტრები, მნიშვნელოვანია როგორი იქნება ბიზნეს გარემო, თუმცა ლოგიკურია, რომ ბიზნესის და ზოგადად გარემოს განვითარების და გაჯანსაღების კუთხით ჩვენ ოპტიმისტური ხედვები გვაქვს, სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ვახორციელებთ, შესაბამისად ალბათ უნდა ვთქვათ დარწმუნებით რომ 2020 წელთან შედარებით 2021 წელი ცუდი ვერ იქნება”, - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


გადაცემის მსვლელობისას პაატა შურღაიამ, პანდემიაზე და აუდიტორულ სექტორზე პანდემიის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წელი არამხოლოდ გრანთ თორნთონ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან რთული იყო, მისივე განმარტებით პანდემიის ეფექტები მოულოდნელი იყო, რაც ეკონომიკურ კრიზისს ვერ მიეწერება და ჯანდაცვის სექტორიდან პირდაპირ ეკონომიკურ მიმართულებაზე აისახა.


„ჩვენ გადაწყობა დიდად არ გაგვჭირვებია, რადგან რომ მკითხოთ - რა მიგნება და სწავლლება მოგვცა 2020 წელმა, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიანად საქართველოს, აქ მარტივი პასუხია, რომ ტექნოლოგიურ გავლენას და ზოგად პროცესების გაციფრულებას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენც პანდმიამდე ვმსჯელობდით რამდენად იყო შესაძლებელი რაღაც აქტივობების ონლაინ რეჟიმზე გადაწყობა.


ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი საქმიანობის განხორციელება სრულად დისტანციურად მოგვიწევდა და ე.წ. ვირტუალურ ოფისებს შევქმნიდით, თუმცა დღეს იგივე ხალხი, ვინც ჩვენთან კომპანიის მენეჯმენტშია, რომ შეგვკრიბოთ და გვკითხოთ როგორი იყო კომანიისთვის ციფრულ რეჟიმზე გადასვლა, პასუხი არის, დიახ ცალსახად ყველაფრის გაციფრულება შესაძლებელია და შესაძლებელია, რომ ოფისები გადაეწყოს ე.წ. ვირტუალურ რეჟიმზე წარმატებულად!



ჩვენ ე.წ. გადაწყობის ეტაპზე ხარისხობრივ ნაწილთან გვქონდა კითხვის ნიშნები, ვფიქრობდით, რომ ხომ არ დაეცემოდა ჩვენი აქტივობების - შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ასევე ვფიქრობდით, ხომ არ გართულდებოდა კონკრეტული ამოცანებისკონკეტულ დროში შესრულება ე.წ. დედლაინების დაცვა.


თუმცა, ბუნებრივი პროცესებიდან და რისკებიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე იყო გარკვეული ტიპის წინააღმდეგობები, თუმცა შემდგომ ჩვენი პოლიტიკები, პროცესები, თითოეული ხარისხობრივი მაჩვენებლი და მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა საქმის კუთხით, ყველაფერი გადავაწყვეთ დისტანციურ რეჟიმში და დღეს უკვე თამამად ვფიქრობთ თუ რამდენად ღირს კომერციულად ისევ ძველ რეჟიმზე დაბრუნება.


თუ საქმის შესრულების ძველ მოდელსბუნებრივად გარემო დააბრუნებს და ამას სხვა ბიზნესებიც აყვებიან ჩვენი ჩათვლით, ეს დიდი შეცდომა იქნება, რომ ჩვენ - ბიზნესი იგივე მეთოდებით ვაკეთოთ რაც 2020 წლამდე გვქონდა“, - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


შურღაიამ ასევე აღნიშნა, რომ გრანთ თორნთონისქსელის და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლობის მიზანია, მოხდეს მთლიანად მთელი აქტივობების გაციფრულება და ბიზნესში ტექნოლოგიური ინტერაქციის გაზრდა, შურღაიას განცხადებით ამ კუთხით როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს ოფისის მიერ იდება გარკვეული ტიპის ინვესტიციები.


გამოვიყენებ ქართულ ანდაზას და ვიტყვი „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, სექტორულად თუშევხედავთ ძალიან დიდი კატასტროფაა და ბიზნესები დიდ წნეხს განიცდის, თუმცა არის სფეროები, სადაც ონლაინ რეჟიმზე გადასვლა იყო ძალიან კარგი გაკვეთილი და კიდევ ბევრს მოუწევს ბიზნესის მთლიანად ე.წ. e-commerce ზეგადატანა.


ჩვენი კომპანიის შემთხვევაში თუ როგორ მოვიქცევით ამაზე გადაწყვეტილი პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა არის მსჯელობა იმ კუთხით, რომ ბიზნესის კეთება ჩვენ სფეროში არ წარმოგვიდგენია ისე როგორც იყო პანდემიამდე, არ არის საჭირო, რომ ის სტაფი რომელიც ჩვენგვყავდა სრული შემადგენლობით ოფისში დაბრუნდეს, ამ კუთხითაც ვმუშაობთ, სხვადასხვა მოდელი შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად ბრიტანული მოდელი, სამუშაოს ნაწილის შესრულება შესაძლოა სახლიდან, ნაწილის საზაფხულო კუნძულებიდან და ნაწილობრივ ოფისიდან გაკეთდეს, ისე უნდა ავეწყოთ, როგორც ეფექტიანობა და საქმის ხარისხი მოითხოვს. 


ჩვენი საქმიანობა დამოკიდებულია თითოეულ თანამშრომელზე და თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ბაზარზე ვქმნით და რითიც ჩვენი ბრენდი გამოირჩევა, აქედან გამომდინარე პანდემიის პირობებში კითხვის ნიშანი გვქონდა, იმ კუთხითაც თუ რამდენად მოგვარებული იქნებოდა თანამშრომლებში დისციპლინის ნაწილი.


პროცესების გადაწყობის პარარელურად ჩვენი თანამშრომლები ამ ნაწილს ღირსეულად შეხვდნენ და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომჩვენი თანამშრომლები დღეს უფრო მეტს მუშაობენ ხარისხიანად და ეფექტურად, ვიდრე მანამდე მუშაობდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ დროის ნაწილი მთლიანად ჩახსნილია, რა თქმა უნდა სამუშაო დროის ვერ განსაზღრას თავისი ცუდი მხარეც აქვს, თუმცა აქვს უფრო მეტი კარგი მხარეები”. - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


შურღაიამ გადაცემაში დასაქმების ნაწილზეცისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად როდესაც დასჭირდათ ახლი სამუშაო ძალა, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ახალი კადრების მიღებაზე ოფისში დაბრუნების - პანდემიის დასრულების შემდგომ ეზრუნათ, თუმცა შურღაია აქვე განმარტავს, რომ ლოდინი კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითად აისახებოდა და კომპანიამ დასაქმების სრული პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადააწყო.


“ეს ყველაფერი ჩვენ დისტანციურად გადავაწყეთდა მაგალითის სახით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ განსხვავებული პროგრამა გვაქვს ქართულ ბაზარზე, როდესაც ხდება დამწყები კადრებისმიღება/აყვანა. ჩვენ აგვყავს ის საზოგადოება, რომელმაც ტესტირების სახით პირველი ბარიერი გადალახა, შემდეგ კადრი გადის ტრენინგს - კომპანიის მიერ დადგენილ ერთ თვიანი პროგრამის მოდულებს რის საფუძველზეც ხდება მეორე სახის ტესტირება და ამის საფუძველზე კადრი ხდება სრულფასოვანი წევრი, ეს ყველაფერი ჩვენ ავაწყვეთ ვირტუალურად და ამისთვის სხვადასხვა ტიპის ელ პლატფორმებს ვიყენებთ“, - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


გადაცემის მსვლელობისა პაატა შურღაიამ საინვესტიციო მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უცხოურ, არამედ შიდა ინვესტიციებსაც სჭირდება სტაბილურობა და მიზანმიმართული პოლიტიკა.


თუ ჩვენ რეინვესტირების ნაწილში გარკვეული გადაწყვეტილების მიღება გვინდა, ამისთვის ადგილობრივ ბიზნესს წინასწარ უნდა ჰქონდეს განჭვრეტილი, თუ როგორი იქნება განვითარების საფეხურები. ლოგიკურია, რომ პროცესში რაღაცეების გამოტოვება და გადაკეთება მოხდება.


ჩვენ რომ გეგმა გავწეროთ სად ვიქნებით 10 წლის მერე, რა თქმა უნდა ეს გეგმა არ იმუშავებს რადგან რაღაცები ყოველწლიურდ იცვლება, ჩვენი პრიორიტეტებიც იცვლება, მაგრამ დანიშნულბა გვაქვს რომ უნდა განვვითარდეთ, აქედან გამომდინარე დღეს პრობლემა გვაქვს პოლიტიკის დონეზე. პოლიტიკის დონეზე ვგლისხმობ მეთოდოლგოიას, ანუ ამ ხედვის პრობლემას, მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ბიზნესის სექტორულ ნაწილშიც, ე.წ. რითეილის ნაწილი, ყველა ელოდებოდა, რომ 24-ში გაიხსნებოდა, რაც უფრო ახლოვდებოდა 24 დეკემბერი, იყო მოლოდინები რომ ეს გახსნა ისეარ მოხდებოდა, როგორც იყო წინასწარ დაანონსებული.რაღაცეები, თითქმის ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო.


გაუმჭვირვალობა და ხედვის არ ქონა, პოლიტიკის- მეთოდოლოგიის არ ქონა აჩერებს, როგორც რეინვესტირების წახალისებას, ამავე დროს პრიდაპირ უცხოურ ინვესტიციების შემოდინებას.


ჩვენ გვაქვს არჩევანი, რომ გარკვეული ტიპის რისკზე წავიდეთ, სხვადასვხა სექტორის და საქმიანობის განმახორციელებელმა კომპანიებმა მიიღონ რისკიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არსებულზე გაჩერებას სჯობს, რომ გარისკო და შესაბამისად შესაძლოა, რომ დანაკარგიც უფრო დიდი იყოს, მაგრამ სარგებელი რომელსაც მომავალში მიიღებ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ლოკოკინის ნაბიჯებით რაღაცების კეთება. - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


პაატა შურღაიამ პანდემიის პერიოდში ბიზნესისმხადამჭერ პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პანდემიის დროს გრანთ თორნთონი ბიზნესის მხადაჭერის ნაწილში მთლიანად შიდა პარტნიორებზე კონცენტრირდა და არსებულ დამკვეთებთან თანამრომლობდა.


ეს გამოიხატებოდა იმ კუთხით, რომ ბიზნესის აქტივობა მცირდებოდა, მათ შორის ჩვენი დახმარებებიც ხშირ შემთხვევაში იყო ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. ჩვენ დამატებით პაკეტში მომხმარებელს შევთავაზეთ, დახმარება სამართლებრივ ნაწილში, რაც ჩვენმა პარტნიორებმა დადებითი კუთხით შეაფასეს და ფიდბექი, რომელიც მათგან მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ამავე დროს ჩვენ ბიზნესთან CSR - ს ნაწილში და გარე აქტივობების ნაწილში ურთიერთობა დავამყარეთ საქართველოს ბანკის 4B პლატფორმასთან, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭერს მხარს.


ამ ნაწილში ჩვენ რეგულარულ ღირებულებასთან შედარებით და ამავე დროს რეგულარული სერვისის პაკეტებთან შედარებით შევქმენით ინდივიდუალური სერვისების პაკეტები, არამხოლოდ ბიზნესისთვის პანდემიის ნაწილში, არამედ შემდეგაც რათა მათ სწორად შეაფასონ ფინანსური მდგრადობა, სწორად შეაფასონ ფინანსური პროგნოზი, ბიზნესის ფუნქციონირება და უწყვეტობა და მიიღონ მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. - აღნიშნა პაატა შურღაიამ.


ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციამ საქართველოში საინვესტიციო პოლიტიკა შეაფასა, რაც შურღაიას განმარტებით კარგია, თუმცა არ არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის.


შურღაია განმარტავს, რომ OECD-ს ეს შეფასება აფასებს მხოლოდ იმას თუ რა შეზღუდვებია, საინვესტიციო პოლიტიკის კუთხით და არა წამახალისებელი ღონისძიებების არსებობას.


OECD იკვლევს ისეთ ფაქტორებს, როგორიც არისქვეყანაში არსებული საინვეტიციო შეზღუდვები, გვაქვს თუ არა ინვესტიციის დონე განსაზღვრული, მაგალითად თქვენ თუ ხართ უცხოელი ინვესტორიდა დაინტერესდით საქართველოში ინვესტიციით, არის თუ არა ინვესტიციის მინიმუმი დონე განსაზღვრული, აქვე ვიტყვი, რომ ასეთი მინიმუმი ჩვენთან არ არის.


მოკლედ რომ ვთქვათ, OECD ზომავს რამდენად ერევა სახელმწიფო გარკვეული მოთხოვნებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ჩვენ ვართმერვე ადგილზე ამ შეფასებით, რაც მგონია რომძალიან პოზიტიურია, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ამაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის.


თუ ჩვენ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ტენდენციას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო 4 წლის მოყოლებით გვაქვს მნიშვნელოვანი შემცირება, პანდემია შეიძლება იყოს არგუმენტი იმ საზოგადოებისთვის ვინც ამ კუთხით „პოზიტიურ“ კვლევებს და მიგნებებს აკეთებს.


ჩვენი ამოცანაა რომ 2021 წელს პირდაპირი უცხოური ივესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ფართო ღონისძიებების გატარება გრძელვადიან ჭრილში,“ აღნიშნა პაატა შურღაიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up