როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი – რეაბილიტაციაზე 10 მლნ დაიხარჯება

როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი – რეაბილიტაციაზე 10 მლნ დაიხარჯება

access_time2018-02-23 09:13:10

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

 

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, სარებილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული „ჯავა“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება 9,994 მლნ ლარია.

 

 

 

რეაბილიტაცია ბაღის მთლიანი ტერიტორიის – 25 ჰექტრამდე მიწის ფართობის კეთილმოწყობას გულისხმობს. აღდგება მცირე და საშუალო ზომის არქიტექტურული ნაგებობები, მოეწყობა ბაღის ადმინისტრაციული შენობა, ღობე და ალაყაფის ოთხი ჭიშკარი. განახლდება საჯინიბოს შენობა, ბაღის ტერიტორიაზე არსებული ჯვარედინა სასახლე, გათვალისიწნებულია მებაღის სახლის რეკონსტრუქცია და სანერგე მეურნეობის მოწყობა.

 

ტერიტორიაზე გაშენდება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება ახალი საპირფარეშოები.

 


ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

 

 

ახალ დატვირთვას შეიძენს ადმინისტრაციული შენობა. რეაბილიტაციის შემდგომ მის პირველ სართულზე საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. მოეწყობა ექსპოზიციის საცავი. მეორე სართული კი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისებს დაეთმობა, სადაც სამეცნიერო-სამუშაო ოთახები და ჰერბარიუმის საგამოფენო სივრცე განლაგდება. ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეტერია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში ძველი ადმინისტრაციის შენობის ნაცვლად აშენდება. საზოგადოებრივი კვების ობიექტი ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს მოემსახურება.

 

 

 

იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც. აიგება სანერგე მეურნეობის შენობა. სამეცნიერო და სელექციური პროცესებისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში 2000 კვ.მ.-ის ფართობზე სანერგე მეურნეობის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება ინვენტარის და თესლების შესანახი სათავსოები. პროექტირების ფიზიკური სამუშაოების დასრულების ვადად პროცესის დაწყებიდან 18 თვეა განსაზღვრული. პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამზადებს დოკუმენტს, რომლის საფუძველზე, რეაბილიტირებული ლანდშაფტური არქიტექტურის ნიმუში – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ისტორიული პარკების ევროპულ ქსელში უნდა გაწევრიანდეს.

 

 

 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე წარიმართება, რომელიც 1 წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა. პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები. საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც. 2 წლის წლის წინ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ აღინუსხა ადგილზე წარმოდგენილი უნიკალური წარმოშობის ყველა ნარგავი. გამოვლინდა სანიტარულ ჭრას დაქვემდებარებული ხეებიც.


წყარო: bpi.ge



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up