როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს

როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს

access_time2019-11-08 12:00:01

ახალი სამთავრობო ცვლილებების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ - მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას შესაძლოა სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება.


ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მინისტრების თანამდებობებიდან გადაყენება, მათი შეცვლა, თუ გადანაცვლება, რაც ძირითადად 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, არსებით შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საქართველო კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ბატიაშვილის მაგალითზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ის იყო მინისტრი, რომელიც არც არაფერს აკეთებდა და არც არაფერს აფუჭებდა."


უკვე ორი თვეა რაც პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაურია. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა 8 სექტემბერს დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა.


ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის ერთგვარი გამოცანაა ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;


„ბატიაშვილი ნამდვილად არ იყო ის მინისტრი, რომელიც გუნდს პოლიტიკურ პრობლემას უქმნიდა. განათლების სამინისტროში როგორ უძღვებოდა საქმეს, ამის შეფასება რთულია. მისი საქმიანობის შესახებ ხელშესახები წარმატებები არ ისმოდა. ის იყო მინისტრი, რომელიც, როგორც ჩვენთან იტყვიან-ხოლმე, არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც არაფერს აფუჭებდა. რატომ გადადგა ჩემთვის გამოცანაა," - ამბობს ანჯაფარიძე.


გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბატიაშვილის შემცვლელად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განიხილება. ამ ინფორმაციას თავად მიმინოშვილი არ ადასტურებს.


„2020NEWS"-ის წყაროს ცნობით, განათლების მინისტრის შემცვლელად „სოხუმის უნივერსიტეტის" რექტორი ზურაბ ხონელიძე განიხილება. თუმცა, ოფიციალურად, უცნობია განათლების მინისტრის თანამდებობას ვინ დაიკავებს.


ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საკადრო ცვლილებებს არა დღეს, არამედ 2020 წლის თებერვალში ელოდება;



„არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის გადახალისება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე პროცესის დაწყება ადრეა. ეს უფრო თებერვალ-მარტშია მოსალოდნელი, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება გადახალისება. ახალი პრემიერია და შესაძლოა ახალი გუნდი გახდეს საჭირო იმისთვის, რომ არჩევნებისთვის „ოცნება" განახლებული გუნდით წარდგეს.


„ამ მოტივით და არა იმით, რომ ახალი გუნდი სასწაულების გაკეთებას შეძლებს, მაგრამ მოსახლეობისთვის სიახლე იქნება. სხვა, გარდა წყალტუბოს აყვავება-აღორძინებისა, არამგონია ხელისუფლებამ კიდევ რაიმე შესთავაზოს მოსახლეობას," - აღნიშნა ძაბირაძემ.


კონკრეტულად ვისი შეცვლაა მოსალოდნელი ან აუცილებელი, და ხელისუფლებისთვის ეს ცვლილება რამდენად იქნება მომგებიანი? - ანჯაფარიძე რეალურ შედეგს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ განათლების მინისტრის თანამდებობას უფრო კვალიფიციური კადრი ვერ დაიკავებს, რადგან საქართველოში ამის დეფიციტი არსებობს;


„ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე პარტია როგორ გადაწვეტს. თუ პარტიაში ჩათვალეს, რომ ეს საჭიროა და საარჩევნო კამპანიას წაადგება, ცვლილებები სავარუდოდ იქნება. არჩევნებისთვის ემზადება არა მარტო „ქართული ოცნება," ყველა პარტია.


"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, არაფორმალურად ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. არამგონია ვინმე შეიცვალოს, თუმცა, იმ პოლიტიკურ რეალობაში გამორიცხული არაფერია, სადაც კატაკლიზმური მომენტები ხდება-ხოლმე.


„უბრალოდ შეცვლას არანაირი აზრი არ აქვს, თუ მასზე უკეთესი მენეჯერი და პოლიტიკოსი არ მოიყვანეს. მინისტრი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგი მენეჯერული უნარ-ჩვევები და თვისებები უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი დამყარებული უნდა იყოს შესაბამის ცოდნაზე, თუმცა, ასეთი კადრები საქართველოში არცთუ ისე ბევრია.


„უბრალოდ მინისტრის შეცვლა რომელიმე სხვა გვარ-სახელით არანაირ შედეგს არ მოიტანს, თუკი დარწმუნებით არ გვეცოდინება, რომ ეს ადამიანი ათი თავით უკეთესია, ყველა პარამეტრით.


"შეიძლება შეიცვალოს ერთი მინისტრი, ორი... მოვიდეს მის მაგივრად სხვა, თუმცა, ამ დარგში არაფერი მოხდეს. ბატონი ბატიაშვილი მინისტრად მოვიდა, მისი წინამორბედი შეცვალა, მაგრამ განათლების სფეროში რაიმე სერიოზული გარღვევა მოხდა? - არაფერი," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.


ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" საზოგადოებას მთავრობის გადახალისების გარდა, სხვა ცვლილებას ვერ შესთავაზებს, თუმცა ვერც ახალი გუნდი შეძლებს „მნიშვნელოვან გარღვევას".


„2020 წელს „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას საარჩევნოდ, თუნდაც პიარის თვალსაზრისით, რაღაც სიახლე შეიძლება შესთავაზოს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ველოდები და არც იმას ველოდები, რომ მთავრობის შემადგენლობა სრულად შეიცვლება, მაგრამ გადახალისება იქნება.


„ეს დამოკიდებული არის იმაზე, ვის რა რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს, ან ახალი ვინ იქნება, რომელიც საზოგადოებაში რაღაც დადებით რეზონანსს გამოიწვევს. თუ ჰყავთ ასეთი კადრი, არ ვიცი. ნებისმიერი შეიძლება შეიცვალოს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.


გაზეთი „რეზონანსი“





საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
access_time2020-08-04 12:10:05
საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს...

„თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია“ - თედო ისაკაძე

„თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია“ - თედო ისაკაძე
access_time2020-08-04 11:10:59
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის გამზირის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „კამათს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი მოქალაქის შეუვალი უფლებაა გამოთქვას აზრი, მათ შორის კრიტიკული, ნებისმიერ საკითხზე, მითუფრო თემაზე, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, თუმცა... დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ახალი...

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
access_time2020-08-04 09:25:35
დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს - Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს.სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ. შესყიდვა ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ, ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე.უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი...

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up