როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

access_time2021-09-25 10:00:51

გასულ კვირაში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მთავრობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას მესამედ ცდილობს.





ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ყველაზე მაღალი 13.5 მლნ ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს.



განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროექტის მიზანია შეიქმნას განახლებულ ვაკის პარკში სრულყოფილი და თანამედროვე ატრაქციონი, რომელიც შეინარჩუნებს ისტორიული ვაკის პარკის უნიკალურ ხასიათს, ის რომ პასუხობდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. საბოლოო მიზანია ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, ერთიან ჰარმონიაში მოიყვანოს კასკადისა და შადრევნების ინფრასტრუქტურა, ამასთანავე უზრუნველყოს კომპლექსის დამოუკიდებელი წყლით მომარაგების სისტემა კუს ტბასთან ერთად.


 



პროექტის დაფინანსების წყარო 2021-2022-2023 წლების თბილისის ბიუჯეტია:


2021 წელი - 3 000 000 ლარი;

2022 წელი - 7 841 854 ლარი;

2023 წელი - 2 610 352 ლარი, - ნათქვამია ტენდერის პირობებში.

 



შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან შედარებით, ვაკის პარკის კასკადია, ყველაზე დიდი კასკადია და მისი სიგრძე 273.36  მეტრია. ნაგებობა, რომელიც შესაძლოა ტურისტისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ სანახაობად იქცეს, წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუვლელი იყო.




„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up