„არა ჰესების“ სამმაგი დარტყმა საქართველოს ეკონომიკას

„არა ჰესების“ სამმაგი დარტყმა საქართველოს ეკონომიკას

access_time2021-09-24 15:00:20

,,ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერება საქართველოს ეკონომიკას ასეულობით მილიონი ლარით დააზარალებს. გარდა იმისა, რომ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ზარალდება, ენერგეტიკსოების შეფასებით, დიდია ფინანსური დანაკარგი, რაც საქართველოს სახელმწიფოს მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის გაჩერების გამო მიადგება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი საქმე საერთაშორისო არბიტრაჟამდე მივა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს. მისი თქმით, კომპანსაცია, რის გადახდაც საქართველოს დაეკისრება, შეიძლება  ბევრად არ ჩამორჩეს იმ თანხას, რაც ჰიდროსადგურის მშენებლობისთვის იყო გათვალისიწინებული.

 


,,მრავალმხრივი პრობლემა გველის მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის ჩაძირვის გამო. პირველი – ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი დაიკარგება, თუ ეს მშენებლობა მართლაც შეჩერდა. საქართველოში შემოსული ინვესტიციების თითქმის 70% ენერგეტიკაზე მოდიოდა. ამ დარგში 800–მილიონიანი ინვესტიციის გაჩერება პირდაპირ ურტყამს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და ეკონომიკას. თითქმის მილიარდ დოლარზეა საუბარი და  მისი შოვნა არ არის იოლი დღევანდელ სიტუაციაში. გარდა ამისა,  ქვეყანა კარგავს 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება და ამ მოცულობის იმპორტი გახდება შესასყიდი, რაც თავის მხრივ ძალიან პრობლემატურია. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე საფეხურით ჩამოიწევს საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და იმპორტზე მაქსიმალურად გავხდებით დამოკდიებული“, - აცხადებს არაბიძე.



რაც შეეხება კომპენსაციას, რის გადახდაც საქართველოს შეიძლება დაეკისროს, პირველ რიგში ეს არის 34 მილიონი ლარი, რაც თურქულ კომპანიას ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობაზე აქვს გაცემული.

 



,,კომპენსაციის  გარდა, ,,ენკას“ გადახდილი აქვს დიდი რაოდენობის ფული მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, კვლევებისთვის და სხვა, ამ თანხის მოცულობა ჩვენთვის რეალურად უცნობია. თუ გაჩერდება პროექტი და მოლაპარაკება გაგრძელდება, საუთკეთესო ვარიანტია, ,,ენკამ“ წაიღოს ის თანხა, რაც თვითონ დახარჯა. თუმცა დიდი ალბათობაა, რომ მან გვიჩივლოს საერთაშორისო არბიტრაჟში, სადაც, სავარაუდოდ, მოუგებს საქართველოს. მან თუ მოითხოვა ის თანხა, რამდენითაც პროექტის გაჩერების გამო იზარალა,  შეიძლება სადგურის ღირებულებამდე ავიდეს, ეს შეიძლება იყოს 400 მილიონ დოლარამდეც, ამ არასახარბიელო სიტუაციაში ვართ დღეს“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

 


როგორც ცნობილია, ENKA Renewables საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.



ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს, 22 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.



შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებოდა. აქტიური პროტესტი, დაახლოებით, ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

მარი ჩიტაია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up