როგორი იქნება პირველი სანაყინე კაფე-პავილიონი მთაწმინდის პარკში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სანაყინე კაფე-პავილიონი მთაწმინდის პარკში (ფოტოები)

access_time2020-06-08 14:30:02

მთაწმინდის პარკში პირველი სანაყინე კაფე-პავილიონი ააშნდება. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია პროექტის ესკიზი თბილისის არიქტექტურის სამსახურთან უკვე შეათანხმა.


როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ  არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში უხეში ჩარევის გარეშე, ძეგლის მარჯვენა  პლატოზე ახალი სანაყინე კაფე-პავილიონის განთავსდეს.  ირკვევა, რომ საპროექტო კაფე-პავილიონის განთავსების ადგილი განისაზღვრა საარქივო მასალებში მოძიებული ტერიტორიის გენგეგმაზე დაყრდნობით. აღნიშნული გენ.გეგმის მიხედვით, ძეგლის ორივე მხარეს არსებულ პლატოებზე  სიმერტიულად იყო დაპროექტებული წრიული ფორმის შადრევნები. მარცხენა პლატოზე შადრევნის ადგილას შემდგომში განთავსდა „ ხილის პავილიონი“. რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. სწორედ ამ „ხილის პავილიონის „  ანალოგიურად ძეგლის მარჯვენა პლატოზე ადრე არსებული წრიული ფორმის შადრევნის ადგილას მოიაზრება წარმოდგენილი ობიექტის განთავსება.

 



დოკუმენტში წერია, რომ შენობა წარმოადგენს თეთრი ფერის მსუბუქი ლითონის აჟურული კონსტრუქციის და მინის ვიტრაჟებით შესრულებულ პავილიონს. მისი სიმაღლე არ აღემატება 6 მეტრს, დიამეტრი კი 11,10 მერტია. პირველ სართულზე, რომლის სასარგებლო ფართი 94მ2-ია, განთავსებულია  დახლ-ბუფეტი დამხმარე სათავსებით, მაგიდები მომსვლელთათვის, სველი წერტილები პერსონალისათვის და შშმ პირთათვის. მეორე სართულზე (80მ2) განთავსებულია მომსვლელთათვის განკუთვნილი მაგიდები. კაფეს ვიტრაჟები წარმოადგენს ე.წ. სლაიდერების სისტემას რომლებიც შესაბამისი ამინდის დროს უზრუნველყოფენ შენობის მქსიმალურ გახსნილობას. შენობის პერიმეტრზე მოწყობილია წყლის სარკე დეკორატიული შადრევნებით. პავილიონის მიმდებარედ მოიაზრება საჩრდილობელი პერგოლის და გარე მსუბუქი დიზაინის მქონე მაგიდების და სკამების განთავსება.

 



საპროექტო წინადადებით ასევე განსაზღვრულია ფუნიკულიორისა და საბაგირო გზის ზედა შენობების მიმდებარე ტერიტორიისა და საპარკო ნაგებობების კეთილმოწყობა და საბაგირო გზის ზედა ახალი შენობის დაპროექტება.

 


დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ესკიზი შესრულებულია საპროექტო ნაკვეთის იმ ნაწილზე რომელიც მდებარეობს მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა ბაქანზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ჩრდილოეთით და ესაზღვრება პარკის საბაგიროს ზედა სადგურის განთავსების ტერიტორიას. ბაქნის ნაწილზე, რომელზედაც მოიაზრება ესკიზური პროექტი, ამჟამად განთავსებულია გასართობი მსუბუქი კონსტრუქციის ატრაქციონი-ბატუტი.        

 



პროექტს თან ახლავს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილმა მოამზადა. დოკუმენტი 33 გვერიანი და მოთხრობილია მთაწმინდის პარკის განაშენიანების ისტორია 1896 წლიდან დღემდე. კომერსანტი გთავაზობთ მცირე ამონარიდ მომზადებული კვლევიდან:

 



„ფუნიკულიორის გაყვანის იდეა 1896წ. წამოაყენა. თბილისის `კონკის მმართველმა, ბელგიის ანონიმური საზოგადოების ინჟინერმა ალფონს რობიმ. 1900წ. ქალაქის თვითმმართველობამ ხელშეკრულება დადო ბელგიელებთან, რომლის თანახმად ეს საზოგადოება ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში გაუწევდა ექსპლუატაციას, შემდეგ კი, უსასყიდლოდ გადასცემდა ქალაქს. ფუნიკულიორის მშენებლობა დაიწყო 1903 წ. და დამთავრდა 1905 წ. გაიხსნა 27 მარტს და თავიდანვე თბილისის ლანდშაფტის სილუეტის განმსაზღვრელი გახდა.


ფუნიკულიორი ააგო ბელგიურმა ანონიმურმა სააქციონერო საზოგადოებამ. პროექტის ავტორი იყო ფრანგი ინჟინერი  ბლაში. 1920-იანი წლების ბოლოს დაიწყო მთაწმინდის მოშიშვლებული ფერდობების გამწვანება ახალი ნარგავებით. ეს ადგილი უნდა გადაიქცეულიყო დასვენებისა და გართობის ადგილად. თუმცა, პლატო არ იყო კეთილმოწყობილი და მისი მხოლოდ წინა ბაქანი გამოიყენებოდა. ამიტომ, 1930-იან წლებში გადაწყდა პლატოზე პარკის მოწყობა.



პარკთან ერთად აქ უნდა აშენებულიყო მთელი კომპლექსი: ფუნიკულიორის ახალი ზედა სადგური, რესტორანი, ღია თეატრი, საზაფხულო კინოთეატრი, სპორტული ნაგებობები, ინგლისური ბაღი და სხვ. პარკი. 1956 წელს აღიმართა სატელევიზიო ანძა  ხოლო 1972 წელს აშენდა ახალი სატელევიზიო ანძა. 1959წელს ამუშავდა საბაგირო გზა რუსთაველის პრ.  მთაწმინდის პლატო, რომლის სიგრძე  906მეტრი იყო სიჩქარე კი 18,1 კმ/სთ, გამტარუნარიანობა 500 მგზავრი საათში. 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა ფუნიკულიორის ახალი ქვედა სადგური. 1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების დროს მთაწმინდის პარკი და რესტორნის შენობა ფუნიკულიორით და საბაგირო გზით მიტოვებულ იქნა და უპატრონობით გაპარტახდა. 2000-იანი წლებიდან მიმდინარეობს მთაწმინდის პლატოს პარკის, ფუნიკულიორის სისტემის და სხვადასხვა ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები“,- წერია კვლევაში.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი „სტუდია 9“ მოამზადა, მთავარი არქიტექტორი კი მამუკა ჩხაიძეა.

 

ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up