როგორი იქნება მსოფლიო 5G-ს გამოჩენის შემდეგ?

როგორი იქნება მსოფლიო 5G-ს გამოჩენის შემდეგ?

person access_time2016-02-13 16:12:02

თქვენი სმარტფონის ინტერნეტკავშირი ცხადია, უფრო სწრაფი გახდება, თუმცა ეს იმ შესაძლებლობების  მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც 5G გვთავაზობს.


უკაბელო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ყველა თანხმდება, რომ 5G 2020 წლამდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაგრამ, რაში გამოვიყენებთ მას?


სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში Nokia-მ მობილურების მსოფლიო კონგრესზე წარსადგენი, 5G-სთან დაკავშირებული  იდეები დააანონსა. 5G-ს დახმარებით ავტომობილები უფრო უსაფრთხოდ ივლიან, ქირურგებს კი ოპერაციის ჩატარება უკაბელოდ კონტროლირებადი რობოტიზებული ინსტრუმენტების დახმარებით შეეძლებათ. 


მეტი სიჩქარე


Nokia-ს განცხადებით, კომპანიამ ტესტირება ჩაატარა და შედეგების მიხედვით,  5G კავშირს წამში 30 გიგაბაიტის ჩამოტვირთვის საშუალება აქვს, რაც 4G კავშირის საშუალო სიჩქარეს 1000-ჯერ აღემატება. თუმცა რეალურად, არსებობს ისეთი წინაღობები, როგორებიცაა ხეები, შენობები, მანძილი მომხმარებელსა და ანძას შორის და ინტერნეტის მომხმარებელთა სიმრავლე. ეს ყოველივე აფერხებს ჩამოტვირთვის სიჩქარეს, რაც არ შეესაბამება იმ რიცხვებს, რის მიღწევასაც Nokia თავის ლაბორატორიაში ცდილობდა.


მიუხედავად ამისა, 4G-სთან შედარებით 5G 10-დან 100-მდე უფრო ჩქარი იქნება. ამასთან, უფრო მეტი მოხმარებლის ინტერნეტში ერთდროულად  ჩართვა იქნება შესაძლებელი.


მრავალფუნქციური ვიდეოგამოსახულება


სპორტულ სტადიონებზე დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, რათა მაყურებელმა გამეორების ნახვა კარგად შეძლოს. წარმოიდგინეთ, თამაშის მსვლელობაზე თვალის მიდევნებას თქვენი საკუთარი ტაბლეტებითა და სმარტფონებით შეძლებთ, თან ისე, რომ თქვენ კამერის კუთხის შეცვლას შეძლებთ, რათა 4K Ultra HD გამოსახულება კიდევ უფრო მკაფიოდ აღიქვათ. Nokia-ს მოსაზრებით, 5G მხარდაჭერით ეს შესაძლებელია.


თვითმავალი ავტომობილები


თვითმავალი ავტომობილების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ავტომობილის სენსორსა და მონაცემთა გადამცემ ბაზას შორის კავშირი ხშირად ფერხდება. თუმცა, როდესაც თვითმავალი ავტომობილები რეალობად იქცევა, მათ წინაღობის განსაზღვრა და რეაგირება უნდა შეძლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავარია გარდაუვალი იქნება. 


5G-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შეუფერხებელი, უწყვეტი ინტერნეტკავშირია, რომელიც თვითმავალ ავტომობილებს მიეწოდება, რაც მის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის. 


რობოტები


რობოტიზებული ქირურგიული ინსტრუმენტები ექიმებისთვის ძალიან საჭირო ხელსაწყოები შეიძლება გახდეს. თუმცა, აუცილებელია, რომ მათ ექიმის ბრძანება დროულად შეასრულონ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. Nokia-ს ვარაუდით, მომავალში მსგავსი ხელსაწყოები უფრო რთული დავალებების შესრულებასაც შეძლებენ.


ვირტუალური რეალობა


ვირტუალურ რეალობაში  თქვენ სხვა ადამიანებს ხვდებით, გაქვთ ურთიერთობა და თამაშობთ ვიდეოთამაშებს. Nokia-ს მოსაზრებით, 5G მხარდაჭერა ვიდეოთამაშებში ახალ ეპოქას შექმნის: „5G ადამიანთა შესაძლებლობების ახალ ფაზას დაუდებს დასაბამს,“ განაცხადა Nokias-ს მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკუს ველდონმა.



დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

„ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი“

„ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი“
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...


მსგავსი სიახლეები

up