როგორი იქნება მოგზაურობა პანდემიის შემდეგ

როგორი იქნება მოგზაურობა პანდემიის შემდეგ

access_time2020-05-23 20:00:30

როგორი იქნება მოგზაურობა პანდემიის შემდეგ? - ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვისაა. ჯერჯერობით, არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა ემორჩილებოდეს, თუმცა სპეცილისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რომელიც ტურიზმის გახსნის შემდეგ იარსებებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე „იმედის დილასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადი არ იქნება ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

„მაგალითად, როდესაც ვსაურობთ ტერმინალზე, ეს პროცესი ორ ნაწილად უნდა გავყოთ - რა შეზღუდვები იქნება გამგზავრების მსურველი ადამიანების შემთხვევაში და ჩამოსვლისას რა რეგულაციები იარსებებს. ზოგადად უნდა ველოდოთ, რომ ფორმალობების გავლის პროცესი და დრო უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს მოსალოდნელია და ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც საუბრობენ, თუმცა ამას აბალანსებს ის, რომ პირველ ეტაპზე, ჩვენ არ ველით (და მსოფლიოშიც არაა ასეთი მოლოდინი), რომ მგზავრთა ნაკადი დიდი იქნება. შესაბამისად, იქნება ნაკლები მგზავრი და ამ პროცედურებს დიდი დრო არ დასჭირდება.

რეკომენდაცია ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ, ასევე, მოკლე ფრენების შემთხვევაში, არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე, არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვინტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით, როგორც ტერმინალებში, ისე - საჰაერო ხომალდებზე“ - აცხადებს ლევან კარანაძე.

Forbes-ის ინფორმაციით, შესაძლებელია, საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, სისხლის ანალიზის გაკეთება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ზრუნვა ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზეც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის როლს მგზავრის სახე შეითავსებს.


„სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა პრინციპს ეფუძნება და ნერგავს. თვითმფრინავის, თანამედროვე საჰაერო ხომალდის თავისებურება განსხვავებულია. იქ არსებული ჰაერის ფილტრაცია ძალიან მაღალი ხარისხით ხდება, მაღალი დონისა და ინტენსივობის ფილტრებით. აქედან გამომდინარე, არც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია და არც ევროპული ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ მგზავრები აუცილებლად სავარძლის გამოტოვებით უნდა დასხდნენ“ -ამბობს ლევან კარანაძე

საჰაერო ხომალდზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ყურადღება იმ ქვეყნების შერჩევასაც ექცევა, რომლებთანაც საზღვრების გახსნა და ტურისტების მიღება ინფექციის გავრცელების რისკთან არ იქნება კავშირში.

„ახლა ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და რა თქმა უნდა, გვინდა ამ მონაცემების შენარჩუნება. უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჯერჯერობით, გვაქვს ხედვა, რომ არსებული რეჟიმი შენარჩუნდეს. ყველა ადამიანი, რომელიც უცხოეთიდან შემოვა, შესაბამისი ფორმით შემოწმდება და მცირე დროით განთავსდება ცალკე. ამის შემდეგ შეეძლება სხვა ადამიანებთან კონტაქტი. ამ დღეებში სწორედ ამაზე მიდის მუშაობა - რომ გაიდლაინები და პროტოკოლები გაიწეროს. როგორ უნდა შემოვედნენ ქვეყანაში უცხოელი ტურისტები, რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ, საზღვარზე როგორ შემოწმდებიან, როგორ მოხდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება... იმ ქვეყნებთან, რომელთაც ამ მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს, უფრო წინ ვართ წაწეულები. ასეთია ისრაელი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მზად არიან, გამოუშვან საქართველოში საკუთარი მოქალაქეები. შესაბამისად, მათთან მიმდინარეობს უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის გაცვლა“ - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.


Imedinews

თეგები:
მოგზაურობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up