როგორი იქნება კოსმოსური სადგური, რომლის აშენებასაც ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin გეგმავს

როგორი იქნება კოსმოსური სადგური, რომლის აშენებასაც ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin გეგმავს

access_time2021-10-31 20:15:04

Amazon-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კუთვნილი კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ცნობილია, კოსმოსური სადგურის სახელწოდება Orbital Reef („ორბიტალური რიფი“) იქნება და ის კოსმოსში ბიზნეს-საქმიანობისთვის იქნება განკუთვნილი. სადგურის ფართობი 3 000 კვ.მ. იქნება და ის 10-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება სადგურის ფართობის გაზრდა და მასზე უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ყოფნას.

Blue Origin-მა პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. Orbital Reef-ის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

კოსმოსურ სადგურზე კვლევით დაწესებულებებთან ერთად ლაბორატორიები განთავსდება, სადაც შესაძლებელი გახდება საკვები პროდუქტების მოყვანა და მცენარეების გაზრდა, რაც მომავალში კოსმოსში მოგზაურობისთვის დიდი გამოცდილება იქნება.

Orbital Reef-ის გამოყენების უფლება როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.


„ჩვენ გავაფართოვებთ კოსმოსზე დაინტერესებული პირების წვდომას, შევამცირებთ ფასს და ვუზრუნველყოფთ ყველა სერვისსა და კეთილმოწყობას, რომელიც საჭიროა კოსმოსური ფრენის ნორმალიზებისთვის. დედამიწის დაბალ ორბიტაზე მძლავრი ბიზნეს ეკოსისტემა შეიქმნება და ახალ აღმოჩენებს, პროდუქტებს, გასართობ ღონისძიებებსა თუ გლობალური ცნობიერების განვითარებას დაედება საფუძვლად", — წერია Blue Origin-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up