როგორი იქნება კარტოფილის მოსავალი და ფასები ახალ სეზონზე - სპეციალისტების გათვლები

როგორი იქნება კარტოფილის მოსავალი და ფასები ახალ სეზონზე - სპეციალისტების გათვლები

access_time2021-05-30 12:26:32

კარტოფილის მომყვანი ქართველი ფერმერებისთვის მომავალი წლის (2021-2022 ) სეზონი შესაძლოა, წლევანდელივით მძიმე და წარუმატებელი აღმოჩნდეს. პორტალ EastFruit-ის ექსპერტების გათვლებით, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი მოსავლისა და დაბალი ფასების გამო ფერმერებს მოსავალი გაუყიდავი დარჩათ, მათ სათესი ფართობები კი არ შეამცირეს, არამედ მომავალ სეზონზე ფასების ზრდის იმედად, მორჩენილი კარტოფილი ხელახლა ჩათესეს. ამდენად, თუკი ამინდმა გაამართლა, სექტემბერში კვლავ კარტოფილის ჭარბი მოსავალია მოსალოდნელი.


„როცა მარაგი ისე გაიზარდა, რომ გადასაყრელიც კი გახდა, ფერმერებმა სიტუაციიდან ორი გამოსავალი იპოვეს: კარტოფილი ექსპორტზე გაეტანათ ან ისევ მიწაში ჩაეფლოთ. მეორე გზა უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან ქართველ ფერმერებს ექსპორტის გამოცდილება არა აქვთ,“ - წერს პორტალი.


ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო მიმართულება აზერბაიჯანია. როგორც წესი, აზერბაიჯანელი გადამყიდველები ჩამოდიან საქართველოში, კარტოფილს ყიდულობენ და სატვირთო მანქანებით უკან ბრუნდებიან, მაგრამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანელების მხრიდან დიდი მოთხოვნა აღარ ყოფილა, რამაც ექსპორტის ეს ფორმა ჩააგდო.
ამას ემატება თურქეთის ბაზრის ანალოგიური მდგომარეობა. EastFruit-ის ინფორმაციით, თურქეთში კარტოფილის ადრეული მოსავალი მეტად დიდია და როგორც ამინდის, ისე ნიადაგის პირობებს მომავალი მოსავლისთვისაც ხელსაყრელად მიიჩნევენ, ეს ქვეყანა კი საქართველოში კარტოფილის ყველაზე დიდი იმპორტიორია. მართალია, თურქეთის ტურისტულ რეგიონებში კარტოფილის მოხმარება დიდია, მაგრამ პანდემიის გამო ეს სექტორი ჩაკეტილია. ნაკლები მოხმარების გამო, თურქეთი კარტოფილის მოსავლის აგრესიული ექსპორტიორი გახდება, პირველ რიგში კი მეზობელი საქართველოს მიმართულებით.


ამ ფაქტორების მიუხედავად, საქართველომ ევროკავშირისგან კვლავ განახორციელა მნიშვნელოვანი რაოდენობის სათესლე კარტოფილის იმპორტი.


„გათვლა, ალბათ, იმაზე კეთდება, რომ უკეთესი ხარისხის ევროპული კარტოფილი გადავსებულ ბაზარზე ძვირად გაიყიდება,“ - წერს EastFruit.



პორტალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები მოყავს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში სათესლე კარტოფილის იმპორტის მოცულობამ 1072 ტონა შეადგინა, რაც 2017-2018 წლების ჯამურ მოცულობაზე მეტია. იმპორტს ხელს არ უშლის სათესლე კარტოფილზე ფასის ზრდაც: მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებული სათესლე კარტოფილის ფასი ლარში, 2014-2020 წლების საშუალო ფასთან შედარებით, 46%-ით მაღალი იყო.


„იმპორტირებულ სათესლე კარტოფილზე ფასის ასეთი ზრდა გასაკვირი არაა, რადგან ქართულ ბაზარზე მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების კარტოფილი კარგად იყიდება,“ - წერს EastFruit.
ჩვეულებრივი კარტოფილის მომყვან ქართველ ფერმერთან შედარებით, იმ ფერმერებს, ვინც ევროკავშირიდან იმპორტირებული კარტოფილი ჩათესა, მოსავალმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში 27%-ით მეტი შემოსავალი მოუტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი მაღალხარისხიანი კარტოფილი, თურქულთან შედარებით, ორჯერ ძვირია და იყიდება კიდეც. რაც მთავარია, მაღალხარისხიანი კარტოფილი არც გადასაყრელად მორჩა და არც მისი მიწაში ხელახლა ჩაბრუნება გახდა საჭირო.
„ჩვენი მონაცემებით, ახლახან იმპორტირებულ მაღალხარისხიან სათესლე კარტოფილზე, საქართველოში კარტოფილის მთლიანი წლიური წარმოებიდან, 10%-ზე ნაკლები მოდის, ამიტომ ამ სეგმენტს ზრდის უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს,“ - პროგნოზირებს EastFruit.


2020 წლის ოქტომბრიდან ქართველი ფერმერების უმრავლესობა ჩვეულებრივ 1 კგ კარტოფილს 0.50-0.60 ლარად (0,15-0,18 დოლარად) ყიდის. მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში კარტოფილის ფასმა ისტორიულ მინიმუმამდე, 0,45 ლარამდე დაიწია მაშინ, როცა ამ პერიოდში მარაგის კლების გამო კარტოფილზე ფასი, როგორც წესი, იზრდება.


EastFruit-ი წლევანდელ სეზონზე ჭარბი მოსავლის ერთ-ერთ მიზეზად 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობის მიერ სამცხე-ჯავახეთის მიწების ყველაზე დიდი ფართობის დამუშავებას ასახელებს. კოვიდპანდემიის გამო, ხალხი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ ვერ გადავიდა და ადგილობრივი მეურნეობით დასაქმდა. თუკი, მაგალითად, ერთ-ერთ სოფელ ალასტანში წინა წლებში, საშუალოდ, 200 ჰექტარ მიწას ამუშავებდნენ, 2020 წელს ერთნახევარჯერ მეტი, 350 ჰექტარი დამუშავდა, ხოლო სოფლის 175 ოჯახიდან 160-მა 20 ტონაზე მეტი კარტოფილი მოიყვანა. ჭარბი მოსავლის პარალელურად ბაზარზე შემცირდა მოთხოვნა, რაც ჩავადნილმა ტურისტულმა სეზონმა და გაჩერებულმა სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ბიზნესმა გამოიწვია.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც EastFruit ეყრდნობა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის საშუალო ფასი კგ-ზე 0.30 ლარამდე (0,08-0,09 დოლარი) იყო, ქართული მინდვრის კარტოფილი 0,55 ლარი (0,16-0,17 დოლარი) ღირდა, ხოლო იმპორტირებული თესლისგან ქართულ მინდორზე მოყვანილი მაღალხარისხიანი კარტოფილის საშუალო ფასი 0,70 ლარს (0,21-0,22 დოლარს) შეადგენდა.

Bpn.ge


თეგები:
კარტოფილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up